შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ზლატანმა იბრაჰიმოვიჩმა დანიელ კრიტიკოსებს პასუხი გასცა. 33 წლის თავდამსხმელის თქმით, მან მთელი დანიის ნაკრები პენსიაზე გაუშვა.
“ისინი ამბობდნენ და ფიქრობდნენ, რომ პენსიონერი ვიყავი, მე კი მთლიანად მათი ნაკრები გავუშვი პენსიაზე”, - თქვა ზლატანმა.
შვედეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში დანიას ორი მატჩის ჯამში 4:3 აჯობა, აქედან სამი გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პსჟ-ს ფორვარდი თავის სამშობლოს 11 გოლით შეეწია.









