ფეხბურთი

19:35 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდელთა თავკაცმა თურქეთში წამსვლელები დაასახელა

მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე, ს.კ. „ზუგდიდი“ მზადების მეორე ეტაპს თურქეთში, ანტალიის საკურორტო ზონის ქალაქ სიდეში გაივლის. ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც თურქეთში შეკრებაზე იახლებს.

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, ვახტანგ ჯომიდავა

მცველები: საბა ფიფია, გოდერძი მაჩაიძე, გიორგი ქანთარია, ნიკა ნარმანია, გიორგი ჩანადირი, გაგა თიბილაშვილი

ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია, ვალიკო ტყემალაძე, ნიკა ლაშხია, გურამ სამუშია, ბექა კაკაჩია, გიორგი მიქაძე, ლევან წურწუმია, ევგენი კოვალენკო, სერგეი ჩებატარიოვი, სოსო მალანია, ნიკა ქირია, პაატა ჭანტურია,ცოტნე სამუშია

თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია, გიორგი ბულია

ზუგდიდელი ფეხბურთელები თურქეთში 30 იანვარს გაემგზავრებიან და მეზობელ ქვეყანაში 14 დღის განმავლობაში მოემზადებიან. გაფართოებულ შემადგენლობას ტრავმის გამო დიმიტრი თუთბერიძე დააკლდა, ხოლო ვიზის პრობლემების გამო შეკრებას აფრიკელი ლეგიონერი რაფაელ ჯორდანი გამოეთიშა. ეს ფეხბურთელები დუბლშემადგენლობაში მოემზადებიან, ხოლო რაც შეეხება უკრაინელ ლეგიონერს, ნიკოლაი ვეჩურკოს, ზუგდიდურ კლუბს და უკრაინელს შორის შეთანხება არ შედგა და იგი საკუთარ ქვეყანაში გაემგზავრა. შემადგენლობაში კი ორი უკრაინელია, ევგენი კოვალენკო და სერგეი ჩებატარიოვი, რომლებიც თურქულ შეკრებას გაივლიან.

ს.კ. "ზუგდიდის" პრესსამსახური

თეგების.კ. ზუგდიდი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091682