იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ბოლო, XXXVIII ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად, გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვითაა შედგენილი.
საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი ტურინის “იუვენტუსს” ჰყავს – მათგან სამი მცველი: პატრის ევრა, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა გასულ უქმეებზე გოლის გატანა მოახერხა.
2015-2016 წლების სეზონის ბოლო სიმბოლური შემდეგნაირია:
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (“რომა”)
მცველები: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), მოჰამედ სალაჰი (“რომა”)









