ფეხბურთი

0:06 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას პოდოლსკიმ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუკას პოდოლსკიმ კარიერა დაასრულა. გერმანელმა თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება 40 წლის ასაკში მიიღო.

„ერთი თავი იხურება, ახალი ერა იწყება“, - თქვა პოდოლსკიმ, რომელიც ამიერიდან „გურნიკის“ მფლობელი იქნება, რადგან კლუბის აქციები შეიძინა.

პოდოლსკიმ კარიერა სწორედ „გურნიკში“ დაასრულა, სადაც 2021 წლიდან გამოდიოდა. მანამდე „პოლდი“ „ანტალიასპორის“, „ვისელ კობეს“, „გალათასარაის“, „ინტერის“, „არსენალის“, „კიოლნის“ და „ბაიერნის“ ღირსება იცავდა.

ლუკას პოდოლსკიმ გერმანიის ნაკრებში 2004-2017 წლებში 130 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16156