უკრაინელი ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის ნახევარმცველმა „ჯენოა“ დატოვა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა. მალინოვსკის ასევე უთამაშია „შახტარში“, „ზორიაში“, „გენკში“, „ატალანტასა“ და „მარსელში“.
უკრაინის ნაკრების წევრი ის 2015 წლიდანაა და 70 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.







