პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ „ბარსელონა“ კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ ეს არ არის მისი ერთადერთი ვარიანტი და ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, სად გააგრძელებს კარიერას.
„ბარსას“ ვარიანტი მაქვს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ბევრი ვარიანტი მაქვს და პატივს ვცემ ყველა დაინტერესებულ გუნდს. საბოლოო ჯამში, ვეცდები ვიპოვო გუნდი, სადაც ვიგრძნობ, რომ მათ ნამდვილად ვჭირდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებ, მაშინვე გაიგებთ“, - თქვა ბერნარდომ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვას „ბარსელონას“ გარდა, მადრიდის „ატლეტიკოსაც“ უკავშირებენ. პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.





