ფეხბურთი

18:30 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში დაბრუნებასთან ახლოსაა

იტალიის ნაკრებში შესაძლოა რობერტო მანჩინი დაბრუნდეს. 61 წლის სპეციალისტი მზადაა კატარული „ალ-სადი“ დატოვოს და „სკუარდა აძურა“ ჩაიბაროს.

ნიკოლო სკირას და ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანჩინი ძალიან ახლოსაა იტალიის ნაკრებში დაბრუნებასთან. მზადაა ოთხწლიანი კონტრაქტი, წელიწადში რობერტოს ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018-2023 წლებში ედგა სათავეში და პირველი პერიოდი ბრწყინვალე იყო, როცა იტალიამ ზედიზედ 37 მატჩი არ წააგო, რაც მსოფლიო რეკორდია და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გხდა. თუმცა, მეორე ნაწილი წარუმატებელი გამოდგა - „აძური“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

რობერტო მანჩინი ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელიც მარტში ფიასკოს შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087543