Warning: Undefined array key 355 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 572

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 572

Warning: Undefined array key 355 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 578

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 578

Warning: Undefined array key 355 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 582

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 582

Warning: Undefined array key 355 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 585

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 585

Warning: Undefined array key 355 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 588

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 588
ფრენკ ლამპარდი: “ტერი ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიდგება გვერდით”
ფეხბურთი

16:35 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდი: “ტერი ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიდგება გვერდით”

 გასულ შაბათს, ფრენკ ლამპარდის დუბლმა, “ჩელსის” “ასტონ ვილასთან” გაამარჯვებინა და ფაქტობრივად, გაუნაღდა ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. ოღონდ ერთია, პირველი 3 გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში პირდაპირ ხვდება, მეოთხეს კი პლეი ოფის ერთი რაუნდის გადალახვა უწევს. თავად ლამპარდისთვის, ეს გოლები “ჩელსის” მაისურით 202-ე და 203-ე გამოდგა. ფრენკმა რეკორდი დაამყარა, ლეგენდარულ ბობი ტემბლინგს ერთით გაუსწრო და “არისტოკრატთა” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

 - “ჩელსიში” გადასვლის მომენტში თუ წარმოიდგენდით, კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი რომ გახდებოდით?

- გითხრათ სიმართლე, გაკვირვებული ვარ, ამდენს რომ მივაღწიე. ადრე ეს არარეალურად მეჩვენებოდა. თუმცა, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას სარეკორდო კონტურები გამოიკვეთა და ბედნიერი ვარ, საბოლოოდ უკვე პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში დასახულ მიზანს რომ მივაღწიე.

- “სტემფორდ ბრიჯზე” არაერთი წელიწადი გაგიტარებიათ. “ჩელსის” მაისურით ასპარეზობისას ყველაზე მეტად რომელი მატჩები დაგამახსოვრდათ?

- ასეთი შეხვედრები საბედნიეროდ მრავლადაა. არასდროს დამავიწყდება “ბოლტონ უონდერერზთან” შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც პირველად გავხდით პრემიერლიგის გამარჯვებულები. მოხარული ვარ, ჩემი გოლები გუნდს დასახული ამოცანის გადაწყვეტაში რომ ეხმარებოდნენ. ასევეა “ასტონ ვილასთან” ბოლო მატჩშიც. ჩემმა ბურთებმა არა მარტო რეკორდსმენობა მომიტანა, არამედ “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობის უფლებაც.

- თქვენი რეკორდი მით უფროა საყურადღებო, რომ ნახევარმცველი ხართ და თითქოს თქვენი უშუალო ამოცანა გოლის გატანა არაა. უპირველესად რას უმადლით მიღწეულს?

- უპრიანი იქნება თუ იკითხავდით, ვის და არა რას. ძალიან გამიმართლა. მამა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. იგი ყოველთვის მხარს მიჭერდა და ბევრიც მასწავლა. დიდად ვემადლიერები ჩვენ ერთგულ ქომაგებს – მათი ქომაგობის გარეშე ვერც გუნდი და ვერც პირადად მე ვერაფერს მივაღწევდით.

- 15 მაისს ამსტერდამში ევროპის ლიგის ფინალში ლისაბონის “ბენფიკას” შეხვდებით. გაურკვეველია გადამწყვეტ მატჩში ჯონ ტერის მონაწილეობის ამბავი...

- ჩვენი კაპიტნისთვის უთამაშებლობა მართლაც მძიმე დარტყმა იქნება. ჯონმა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და ამას ძალიან განიცდიდა. კარგად ვიცნობ ტერის და დარწმუნებული ვარ, იგი ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიდგება გვერდით. ჯონი ბუნებით წინამძღოლია და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანიც შემთხვევით არ ყოფილა.

- “ჩელსის” რეკორდსმენი ბობი ტემბლინგი იყო და მისი მიღწევა გააუმჯობესეთ. პირადად მან თუ მოგილოცათ რეკორდის დამყარება?

- ბობი და მისი მეუღლე “ასტონ ვილასთან” შეხვედრის წინ ტელეფონით დამიკავშირდნენ და გამამხნევეს. ბობი ნამდვილი ჯენტლმენია. იგი ახლა შეუძლოდაა. სეზონის დასრულების შემდეგ მას აუცილებლად შევხვდები და თითო კათხა ლუდს დავლევთ. ტემბლინგთან ნებისმიერი კონტაქტი ჩემთვის სასარგებლო და სასიამოვნოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კერი დიქსონიც. სადღეისოდ მას “ჩელსის” გოლეადორთა სიაში მესამე პოზიცია უკავია. მისტერ კერიც გულწრფელად გახარებულია ჩემი შედეგით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098512