ფეხბურთი

12:12 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

U17 – ყაზახეთიდან მეორე ადგილით

ასტანაში გამართულ ტურნირზე - „პრეზიდენტის თასი“, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. გოჩა ტყებუჩავას გუნდი ფინალში ესპანეთის ნაკრებთან 1:6 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქართველებს გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა. ესპანელთაგან ჰეთ-თრიქი დანიელ ვილანუევამ შეასრულა. დუბლის ავტორი კარლეს პერესი გახდა. ერთი გოლი კი, ფრანჩესკო ვილიალბამ გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან, ერთადერთი გოლის გატანა გიორგი არაბიძემ შეძლო შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით.

მატჩის შემდეგ, გამარჯვებულისა და პრიზიორების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა კი, გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო მცველი გახდა ნიკა ყურშავიშვილი, გიორგი არაბიძეს კი, ესპანელ დანიელ ვილანუევასთან ერთად, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გადაეცა. 

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168665