ვეტერანი ბერძენი ფორვარდი ანგელოს ხარისტეასი კარიერას დუბაის კლუბ “ალ ნასრიში” გააგრძელებს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება.
უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, 33 წლის თავდამსხმელი უგუნდოდ იყო. მანამდე, ხარისტეასი ბერძნული “პანეთოლიკოსის” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში, ეს გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა და ფორვარდმაც კლუბი დატოვა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმა ხარისტეასმა “ალ ნასრისთან”.
შეგახსენებთ, რომ ხარისტეასმა საბერძნეთის ნაკრებთან ერთად 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ბერძნებმა ფინალში პორტუგალიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ერთადერთი გოლი სწორედ ხარისტეასმა მიითვალა.







