კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” თავკაცმა ლუის ენრიკემ “ბილბაოს” წინააღმდეგ ეპანეთის სუპერთასის მატჩისთვის გაფართოებული 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
უეფას სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დაასახელეს. არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი გამარჯვებით კმაყოფილია.
კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ლუის ენრიკემ “სევილიასთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული სუპერთასით კმაყოფილია. ესპანელმა სპეციალისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მეტოქემ ღირსეულად ითამაშა. ...
“სევილიას” თავკაცმა უნაი ემერიმ “ბარსელონასთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ (4:5) განაცხადა, რომ ანდალუსიურმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა და მიუხედავად წაგებისა, თავისი გუნდით მაინც კმაყოფილია.
ევროპის სუპერთასის მატჩის დასაწყისშივე მასკერანომ რეიესი წააქცია და საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო დარტყმა დაინიშნა. ევერ ბანეგამ კი ლამაზი დარტყმით ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა.
უეფას სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ კატალონიის "ბარსელონას" და ევროპა ლიგის ტრიუმფატორ "სევილიას" მთავარმა მწვრთნელებმა ლუის ენრიკემ და უნაი ემერიმ სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.
ესპანური ...
“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომდევნო მატჩში მის გუნდს იოლი გასეირნება ...
“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე “ბარსელონას” ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში წარსდგნენ. ფეხბურთელებმა თავდაპირველად მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს შემდეგ ...
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” კატალონიის “ბარსელონასა” და “სევილიას” მისაღებად მზადაა. სტადიონზე გაძლიერებული დაცვაა მობილიზებულია. სტიუარდები უკვე მზად არიან მოვალეობის შესასრულებლად.