12:55 | 29 სექტემბერი, 2025
აღიარე და მოგეცემა!პირადად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მრავალგზის ეცადა ბრიტანელებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების დარწმუნებას იმაში, რომ რუსული კლუბებისა და ნაკრებებისთვის სანქციების მოხსნა აუცილებელი იყო.
10:25 | 14 სექტემბერი, 2025
სიდიადე „ალბისელესტესი“ჰოი მეომარნო ფეხბურთის ღმერთისა, გმირნო სახელოვანნო, სამწყსოვ უძლეველ დიეგიტოსი, ოსტატნო საკვირველნო, ფეხით, თავით და საჭიროებისას ხელით დიდად სანახაობრივად მობურთალნო, დიადნო ძმანნო და გამხარებელნო ყოველის სილამაზის მოყვარულთა მოედანსა მწვანესა ზედა, ბრაზილთა დამტყვევებელნო, გალთა რისხვავ, დიდალბიონელთა ელდავ, ტეუტონთა შემმუსვრელნო, ზიგფრიდის და მისი ძმების დამმარხავნო, ეტრუსკ-ლათინთა კოშმარულო სიზმარო, კასტილ-კატალ-ბასკთა შემაჩერებელნო, ჰოი ზეცისფერებში შემოსილნო ჯუაროსანნო, სიკეთის გამარჯვების ლეგიონო, ჟ. აველანჟის სახელობის დრაკონის ჩამძირველო არმადავ, დიადნო ვაჟკაცნო, რომელთაც „ალბისელესტეს“ გიწოდებენ - სიყვარულით, აღფრთოვანებით, შიშით და რიდით...
16:15 | 05 სექტემბერი, 2025
იმედგაცრუებული საქართველოიშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხბურთზე ფიქრობს. განსაკუთრებით ისეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორშიც საქართველოა.
10:20 | 25 აგვისტო, 2025
სატრანსფერო საგიჟეთი - გზა მილიარდებამდე!ფეხბურთი დიდი ხანია მხოლოდ სპორტის სახეობა აღარაა. ფეხბურთი გახდა გლობალური ინდუსტრია, რომელშიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი ბრუნავს.
10:25 | 17 აგვისტო, 2025
ხვიჩას თანმდევი იღბალიუცნაურია ადამიანის ბუნება და ხასიათი. ყოვლისშემძლე მილიარდებით ძალმოსილი „პსჟ“ საქართველოში ჯერ კიდევ შარშან თითქმის არავის მოგვწონდა.
10:45 | 11 აგვისტო, 2025
როდემდე?!ბავშვობის შემდეგ ქუთაისში სტადიონზე არ ვყოფილვარ. პირველად კი, მაშინ გახლდით, როდესაც ჩემი უბნის გუნდი - „მერანი 91“ (თუ არ ვცდები 1997 წლის შემოდგომაზე) მოძლიერებულ „ტორპედოს“ შეხვდა და იქაური ტკბილ-მწარე მოგონებებიც დღემდე მომყვება.
16:14 | 27 ივლისი, 2025
მათიას სინდელარი - თავისუფლება და ღირსება!ასე, 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ახლადნაომარ რუსთაველის გამზირზე დედასთან ერთად მიმავალი ავსტრიელმა ტურისტებმა გამაჩერეს, უცნაურად მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე კანფეტები მაჩუქეს და რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ასევე მაჩუქეს ფერადი ჟურნალი, რომელიც მთლიანად ავსტრიულ ფეხბურთზე იყო, ყდაზე კი, დიდი ავსტრიელი ფეხბურთელი მათიას სინდელარი ეხატა. ათ წელზე მეტია ეს ჟურნალი დავკარგე, რამდენჯერმე სახლში „კაპიტალური“ ძებნაც ჩავატარე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე, სინდელარის სახე კი, მეხსიერებაში დამრჩა და დამრჩა.
10:25 | 20 ივლისი, 2025
შესარჩევისწინა ფიქრებისაქართველოს საფეხბურთო ნაკრები შარშან ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე რომ არ გასულიყო, ალბათ, ზედმეტად შორსმიმავალ ოცნებას ვერც კი გავბედავდი და შესაბამისად, არც ეს წერილი დაიწერებოდა.
10:25 | 12 ივლისი, 2025
სერია A კვარას გარეშე და ახალი გამოწვევებითცოტა ხნის წინათ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მათი ეროვნული პირველობის მომდევნო სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა.
16:50 | 28 ივნისი, 2025
ქართული კლუბები ევროტურნირზე - წაღმა-უკუღმა ისტორიავინ მოსთვლის წელიწადის ამ დროს, თითქმის ყოველ ზაფხულს რამდენჯერ გვითქვამს ან დაგვიწერია შიშითა და იმედებით სავსე სიტყვები:
09:35 | 23 ივნისი, 2025
საფეხბურთო მუზეუმები სამხრეთ ამერიკაშითუ გინდა საოცარი საფეხბურთო მუზეუმები ნახო, სამხრეთ ამერიკას უნდა ეწვიო. წლეულს მხოლოდ სამ ქალაქში - სან პაულუში, ბუენოს აირესსა და მონტევიდეოში მომეცა იქაური, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საფეხბურთო მუზეუმების ნახვის საშუალება და პირდაპირ შეიძლება ითქვას: გასაოცარია ამ სამი ქვეყნისა და ქალაქის მკვიდრთა უზომო პატივისცემა და ზოგადად დამოკიდებულება ძველი ლეგენდებისადმი.