ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

13:42 | 02.10.2025

0ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ტიერი ანრის გადაასწრო

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მონაკოსთან“ ფრედ, 2:2 დასრულებულ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ამისდაკვალად, ნორვეგიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის 50 მატჩში ...

15:23 | 30.09.2025

0„ყველაფერი გამომიცდია“ - იურგენ კლოპი თავის სამწვრთნელო კარიერაზე

ცნობილმა გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა. კლოპმა ფართო აღიარება მოიპოვა დორტმუნდის „ბორუსიის“ მწვრთნელობის დროს. მანამდე ის „მაინცში“ მუშაობდა, ხოლო 2016-დან 2024 ...

21:53 | 27.09.2025

0„ტორპედომ“ და „დინამომ“ ქულები გაიყვეს

დღეს, 27 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა 4:0 დაამარცხა და პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია.

00:32 | 21.09.2025

0„საკმარისი ხასიათი გამოვავლინეთ“ - სლოტი „ლივერპულის“ „ევერტონთან“ გამარჯვებაზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრემიერლიგის მეხუთე ტურში „ევერტონთან“ თავისი გუნდის გამარჯვების (2:1) შემდეგ კლუბის პრესსამსახურს აზრი გაუზიარა.

22:08 | 20.09.2025

0„გარეჯის“ ზედიზედ მეხუთე ფრე

დღეს, 20 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად 2:4 დაამარცხა „კოლხეთი.“

12:19 | 16.09.2025

1ლუის ენრიკემ განმარტა, თუ რატომ უყურა პსჟ-ს და „ლანსის“ მატჩის პირველ ტაიმს ტრიბუნებიდან

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა თუ რატომ უცქირა ლიგა 1-ის მე-4 ტურის „ლანსთან“ მატჩის პირველ ტაიმს (2:0) „პარკ დე პრენსის“ სტადიონის ტრიბუნებიდან.

23:36 | 13.09.2025

0„ტორპედომ“ „სამგურალს“ 6:2 მოუგო

დღეს, 13 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. „კახურ დერბიში“ „თელავი“ „გარეჯს“ დაუხვდა. მატჩი უგოლოდ - 0:0 ...

22:43 | 13.09.2025

0ვოლტემადემ „ნიუკასლში“ დებიუტი გოლით აღნიშნა

დღეს, 13 სექტემბერს, ინგლისურ პრემიერლიგაში 7 მატჩი იმართება. 6 უკვე დასრულდა. „არსენალმა“ შინ „ნოტინგემ ფორესტი“ 3:0 დაამარცხა. სტუმრებს პირველად ხელმძღვანელობდა „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი, ანგე ...

12:47 | 11.09.2025

0ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდებიან მუსიალა, დევისი და იტო „ბაიერნის“ გუნდს

მიუნხენის „ბაიერნი“ გეგმავს სამი დაშავებული მოთამაშის: ჯამალ მუსიალას, ალფონსო დევისის და ჰიროკი იტოს - ნოემბერში დაბრუნებას. ამის შესახებ იტყობინება პორტალი Bayern & Germany სოციალურ პლატფორმა X-ზე.

15:53 | 09.09.2025

0მაიკლ ოუენი კეინის „ბაიერნში“ გადასვლაზე: „მე მაინც ვფიქრობ, რომ ჰარი გიჟია“

„ლივერპულის,“ „ნიუკასლის,“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ჰარი კეინი „ბაიერნში“ გადასვლის გამო გააკრიტიკა. ინგლისელი მიუნხენური კლუბის ფეხბურთელი 2023 წელს ...

1.078004