ჟურნალისტის გვერდი
სახელი: გიორგი
გვარი: ბალახაძე

23:59 | 24.05.2017

2გიოტცემ "ბაიერნთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

მსოფლიოს ჩემპიონის მარიო გიოტცეს ძმამ ფელიქსმა მიუნხენის "ბაიერნთან" პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

23:20 | 24.05.2017

0"ესპანიოლმა" პიატი გამოისყიდა

არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო პიატი "ესპანიოლში" გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

23:00 | 24.05.2017

1ლეროი სანე კონფედერაციათა თასზე არ იასპარეზებს

"მანჩესტერ სიტის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლეროი სანე რუსეთში გასამართ კონფედერაციათა თასზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფეხბურთელმა ცხვირის ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

22:10 | 24.05.2017

0ელერდაისმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სემ ელერდაისმა "კრისტალ პალასი" დატოვა და სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

21:45 | 24.05.2017

8"ბაიერნი" სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს, ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია მოვლენებს წინ უსწრებს

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. როგორც El Mercurio იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი" ინგლისურ კლუბს სამხრეთამერიკელის ...

18:18 | 24.05.2017

4ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მესის განაჩენი ძალაში დატოვა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის ივლისში ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.

18:38 | 23.05.2017

2ფრანგმა სამართალდამცავებმა პსჟ-ს ოფისში, დი მარიას და პასტორეს სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს

საფრანგეთის ანტიკორუფციული ბიუროს აგენტებმა პსჟ-ს ოფისში, ანხელ დი მარიას და ხავიერ პასტორეს სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ფრანგულ კლუბს და მის ფეხბურთელებს ბრალი გადასახადების დამალვაში ედებათ.

15:30 | 21.05.2017

1ლიგა 1-ს "ბასტია" და "ნანსი" დაემშვიდობნენ, "ლორიანი" პლეი ოფში ითამაშებს

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტური გასავარდნი ზონისთვის დაძაბული აღმოჩნდა. 5 გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოდა და საბოლოოდ ქვედა დივიზიონში "ბასტია" და "ნანსი" დაქვეითდნენ. შესაბამისად გუნდებმა 34 და 35 ...

15:00 | 21.05.2017

0ბერიცო "სელტას" მწვრთნელი აღარ იქნება

არგენტინელი სპეციალისტი ედუარდო ბერიცო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "სელტას" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

13:45 | 21.05.2017

52ჯოკოვიჩმა ტიმი არ დაინდო, ზვერევი პირველ მასტერსს შეუტევს

რომის მასტერსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალის მძლეველი დომინიკ ტიმი არ დაინდო და 59 წუთში 6:1, 6:0 დაამარცხა. 20 მაისს სერბმა ორი თამაში მოიგო. წინა დღეს გადადებულ შეხვედრაში მსოფლიოს მეორე ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.337486