ჟურნალისტის გვერდი
სახელი: ირაკლი
გვარი: ალიმბარაშვილი

20:31 | 09.12.2015

0ლანცინი 6 კვირას გამოტოვებს

“ვესტ ჰემის” ნახევარმცველი მანუელ ლანცინი ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

19:14 | 09.12.2015

2სტარიჯი ლაზარეთს დაუბრუნდა

“ლივერპულისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი კვლავ ტრავმირებულია. BBC–ის ინფორმაციის თანახმად, მან ფეხის ტკივილი “ნიუკასლთან” წაგებულ შეხვედრაში იგრძნო.

17:12 | 09.12.2015

2კოენტრაო 2015 წელს ვეღარ ითამაშებს

“მონაკოს” მარცხენაფლანგელი ფაბიო კოენტრაო ტრავმის გამო 2015 წელს ვეღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “თავადების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

16:26 | 09.12.2015

17ქუვეითის თასზე შეიხები და ფეხბურთელები მსაჯებს ფიზიკურად გაუწორდნენ (+VIDEO)

ქუვეითის თასზე”ალ ჯაჰრასა” და “ხაიტანს” შორის სამშაბათს გამართული დაპირისპირება შეიხებისა და მასპინძელთა ფეხბურთელების უმსგავსო საქციელის გამო ჩაიშალა.

14:43 | 09.12.2015

7აკინფეევი საკუთარი ანტირეკორდის გაუმჯობესებას განაგრძობს

მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა პსვ-სთან წაგებულ (1:2) მატჩში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ 37-ე შეხვედრაში გაუშვა გოლი და საკუთარი ანტირეკორდი “გააუმჯობესა”. რუსეთის ნაკრების ...

21:27 | 08.12.2015

0ებერტისთვის სეზონი დასრულდა

მადრიდის “რაიო ვალეკანოს” გერმანელი ნახევარმცველი პატრიკ ებერტი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. მიზეზი, “ვილიარეალთან” წაგებული შეხვედრის (1:2) 21-ე წუთზე მიღებული მძიმე ტრავმაა.

21:03 | 08.12.2015

0პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლური

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

20:44 | 08.12.2015

97მუსტაფი და ნეგრედო “ლიონთან” დაბრუნებიან, ალვეშმა ვარჯიში განაახლა

“ვალენსიას” ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. დაცვის ლიდერმა შკოდრან მუსტაფიმ და გამოცდილმა ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ ტრავმები მოიშუშეს და “ლიონთან” საჩემპიონთალიგო მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

19:42 | 08.12.2015

1გერმანიის რეგიონლიგაში მოთამაშე 28 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

გერმანიის რეგიონლიგის “ბაჰლინგერის” 28 წლის ფეხბურთელი მაიკლ შლეგელი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ქვედალიგური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი და მთელი რიგი გერმანული გამოცემები იუწყებიან.

18:38 | 08.12.2015

2ფანებმა პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად ოზილი დაასახელეს

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ფანების გამოკითხვის მიხედვით, პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. გულშემატკივრების რჩეული ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ ოზილი გახდა

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.303634