ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ლანსის“ უზბეკი მცველის, აბდუკოდირ ხუსანოვის ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ბარსელონას" ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მას ყველა ტიტულის მოგება სურს მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ახალგაზრდა ესპანელმა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკზეც ისაუბრა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ალეხანდრო გარნაჩომ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 20 წლის არგენტინელს „პარი სენ-ჟერმენი“ ადევნებს თვალს, იტყობინება The Times.
„იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი საუდური „ალ-შაბაბის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
8-9 დეკემბრის ღამეს პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბრაგას“ შორის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ნეიტრალურ სტადიონზე. „ბენფიკამ“ 3:0 გაიმარჯვა.
„ბარსელონას" პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკთან" (2:0) სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ამის შესახებ Sport.es-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი სოციალურ ქსელში ...