ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

16:28 | 07 აგვისტო, 2016

ბირთვისის უკანასკნელი მეციხოვნეები

ბოლოს მხოლოდ თხუთმეტნიღა დარჩნენ. მტერი კი უთვალავი იყო. მესამე თვე სრულდებოდა, მტერი მათ ციხეს გარს ერტყა და ლოდსატყორცნების საშინელი ხმაური არ აძინებდათ ციხის დამცველებს. ალაგ-ალაგ მონგრეული ციხის კედლები კი აშკარად ნათელყოფდა, რომ ციხის დამცველებს ბევრი დრო აღარ დარჩენოდათ და ისინიც მათი დაღუპული თანამოძმეების მსგავსად ციხის კედლებში დაიმარხებოდნენ. ლოდსატყორცნებიდან ნასროლი ლოდები საზარელი გრუხუნით ეხეთქებოდა ცისის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს.

ლევან სეფისკვერაძე

12:36 | 31 ივლისი, 2016

რატომ ჭირდება რაჭას “ხვანჭკარის თასი“

საქართველო ის ქვეყანააა, სადაც კარგ საქმესაც კი ხშირად პოლიტიკური სარჩული უდევს და კაცი ვერ გაიგებს ვის რა ინტერესი ამოძრავებს. სწორედ ამიტომაც, ძალიან დასაფასებელი და გამოსარჩევია ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც რეგიონებში სპორტის თემის წინ წამოიწევას ეხება. მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც ხალხისაგან და მომავლის იმედისგან დაცლილი რაჭის მხარეა.

ლევან სეფისკვერაძე

23:04 | 23 ივლისი, 2016

განსდექ რაინდო!

დღესა ერთსა, ოდეს სპორტსმენნი ჩვენნი შემოსილ იქნენ სამოსად ოლიმპიადისად, არათუ სიხარულითა აღვივსეთ, არამედ დარდით დამძიმდა გულნი ჩვენნი.

ლევან სეფისკვერაძე

16:35 | 17 ივლისი, 2016

ჩვენ აღარ გავჩუმდებით!

მინიმუმ არაგულრწფელი და ანგაჟირებულია ის, ვინ იტყვის, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ეტაპზე სამი ქართული კლუბის ერთად გამოვარდნა დამთხვევის, შემთხვევითობის ბრალია და მას არაინაირი კავშირი არა აქვს იმ პროცესებთან რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში ვითარდება. ასეთ სამარცხვინო გამართლებას მხოლოდ ის ადამიანები მოიფიქრებენ, რომლებიც პირადი დაინტერესების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები და რომლებსაც დიდი ხანია რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული.

ლევან სეფისკვერაძე

13:36 | 10 ივლისი, 2016

რატომ ვერ უყურეს ევროპის ჩემპიონატს საქართველოს რეგიონებში

როდესაც კაცი საქართველოს რომელიმე რეგიონში ცხოვრობს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს მოელის, მისი მოლოდინი არაფრით ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქომაგთა მოლოდინს, რადგან გაგანია ევროპაში დიდი ფეხბურთის ხილვა ქომაგებს საკუთარ თუნდაც პატარა ქალაქების კოხტა სტადიონებზეც თავისუფლად შეუძლიათ. მაგალითად ტყიბულელ ანდა დედოფლისწყაროელ ქომაგებს კი ამაზე ოცნებზეც კი გაეღიმებათ.

ლევან სეფისკვერაძე

11:39 | 04 ივლისი, 2016

ისრაელის ფენომენი და სასწაულებრიობა

საოცარი და დიდებული სახელმწიფოა ისრაელი. ესაა ქვეყანა გამოცანა, რადგან, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან (გასული საუკუნის 50-იანი წლები) დღემდე, ამ ქვეყანას იმდენი მტრის მოგერიება და ისეთ მუდმივ ომში ცხოვრება უწევს

13:01 | 27 ივნისი, 2016

დარდიანი დაბრუნება

ყოველთვის მეცინებოდა იმ ხალხზე, რომლებსაც ევროპაში წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქართული “ავიწყდებოდათ” და გამოთქმებში ვითომ ქართული“სიტყვები” ეშლებოდათ.

ლევან სეფისკვერაძე

12:36 | 05 ივნისი, 2016

მაშინ, როცა გამოსავალიც არ ჩანს...

“ბეთლემი”-“კოლხეთის” მატჩის ნახვის შემდეგ სიმართლე რომ გითხრათ არანაირი სურვილი არ გამჩენია ამ უბედურებაზე რაიმე დამეწერა. სურვილი არ მქონდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს თემა უკვე ყელში გვაქვს ყველას ამოსული და საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე მომხდარი სამარცხვინო ამბები ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე უბრალოდ აღარ აინტერესებთ.

ლევან სეფისკვერაძე

13:02 | 26 მაისი, 2016

დარდისა და სიხარულის დღე

ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ყველას იმდენი რამ წაგვიკითხავს, გვინახავს და მოგვისმენია, არც კი ვიცი განსაკუთრებული რა უნდა გითხრათ. მოლოცვით რა თქმა უნდა მოგილოცავთ და ჩვენს სამშობლოს ყველაფერ კარგსაც ვუსურვებთ.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 22 მაისი, 2016

“ინდეპენდიენტე” - პატარა კლუბის დიდებულება

შეიძლება ადამიანმა 200 წელი იცოცხლოს და ისე გაუდგეს გზა-ნათელს, რომ საერთოდ ვერ გაიგოს ბევრი რამის არსებობაც კი. და მერე ამით რა შავდება? პრინციპში არც არაფერი! მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ კარგი, ლამაზი და კოხტა რამეები თავისით ჩნდებიან ჩვენს ცხვირწინ და სამწუხაროდ ხშირად მაშინაც კი გვეზარება მათი დანახვა და შეცნობა..

ლევან სეფისკვერაძე

14:59 | 15 მაისი, 2016

ფეხბურთი და მეტსახელები

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების საშუალებით რადენჯერმე გავრცელდა კახური მეტსახელები, რითაც ალბათ ყველა ჩვენთაგანმა იხალისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მეტსახელების უმეტესობა ერთი კაცის მოგონილს ჰგავდა, ნამდვილად არაფერია დასაძრახი იმაში, რომ ადამიანს სხვათა გახალისება სურს და საამისოდ თუნდაც ისეთ უწყინარ რამეს იგონებს, როგორიც არარსებული ადამიანების გამოგონილი მეტსახელებია.

<< პირველი<< წინა3233343536373839404142შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.245496