ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 22 მაისი, 2016

“ინდეპენდიენტე” - პატარა კლუბის დიდებულება

შეიძლება ადამიანმა 200 წელი იცოცხლოს და ისე გაუდგეს გზა-ნათელს, რომ საერთოდ ვერ გაიგოს ბევრი რამის არსებობაც კი. და მერე ამით რა შავდება? პრინციპში არც არაფერი! მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ კარგი, ლამაზი და კოხტა რამეები თავისით ჩნდებიან ჩვენს ცხვირწინ და სამწუხაროდ ხშირად მაშინაც კი გვეზარება მათი დანახვა და შეცნობა..

ლევან სეფისკვერაძე

14:59 | 15 მაისი, 2016

ფეხბურთი და მეტსახელები

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების საშუალებით რადენჯერმე გავრცელდა კახური მეტსახელები, რითაც ალბათ ყველა ჩვენთაგანმა იხალისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მეტსახელების უმეტესობა ერთი კაცის მოგონილს ჰგავდა, ნამდვილად არაფერია დასაძრახი იმაში, რომ ადამიანს სხვათა გახალისება სურს და საამისოდ თუნდაც ისეთ უწყინარ რამეს იგონებს, როგორიც არარსებული ადამიანების გამოგონილი მეტსახელებია.

ლევან სეფისკვერაძე

11:08 | 08 მაისი, 2016

კოსოვო და უეფას თითზე კბენანი

მას შემდეგ, რაც კოსოვოში ომი დამთავრდა, თანაგრძნობის ცრემლებიც შეშრა და ევროპის წინ მყიფე რეალობა აისვეტა, ბევრმა დაინახა, რომ კოსოვო, როგორც სახელმწიფო ევროპისათვის იმაზე უფრო მეტი თავისტკივილი გახდა, ვიდრე ამას ადრე წარმოიდგენდნენ. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს ეს კვაზი-სახელმწიფო არ უღიარებია და არც აპირებენ ამის გაკეთებას. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც თავისი სეპარატისტული რეგიონებიც დიდ პრობლემად აქვს ქცეული და სხვა სეპარატისტების წაქეზება ალბათ ყველაზე უჭკუო საქციელი იქნებოდა.

ლევან სეფისკვერაძე

16:24 | 05 მაისი, 2016

ლესტერული სასწაული და მწვრთნელთა ფიქრები

სეუ ჟოზეს მთელი ღამე "ლესტერი" ესიზმრებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს კოშმარული სიზმარი იყო, მაგრამ დიდაც საამოც არაფერია იმაში, რომ ამ სიზმრებს თან ერთი ჭაღარა, სათვალიანი კაცის სილუეტიც გასდევდა. აღარაფერს ვამბობთ დოინჯშემოყრილ დგომაზე, რაც სეუსათვის რაღაცნაირი, ერთგვარი გამოწვევის ტოლფასი იყო.

ლევან სეფისკვერაძე

18:49 | 24 აპრილი, 2016

იტალიური თავსატეხი

სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით, ევროპაში სამწუხაროდ ძალიან ცოტა შამანი, მკითხავი და მჩხიბავი შემორჩა, თორემ “ბებერ კონტინენტზე” ადრევე დაიწყებოდა მოახლოვებული საფეხბურთო ევროპირველობის “წინასწარმეტყველური განსჯა” და “მესამე თვალის” ფახული. მიუხედავად ამისა, ევროპული სპორტული მედია მუდმივ რეჟიმში პროგნოზირებს სხვადასხვა შეხვედრას და ზოგი იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე ჩემპიონატის სავარაუდო გამარჯვებულებსაც კი ასახელებენ.

ლევან სეფისკვერაძე

12:30 | 17 აპრილი, 2016

8 ფაქტი “სევილიაზე”

1. თუკი წარმოსახვები გღალატობს და ვერასოდეს წარმოიდგენ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, გახსოვდეს, რომ ხშირად სულაც არაა ფანტაზიის ამუშავება საჭირო, რადგან ცხოვრებაში ფანტაზიის გარეშეც შეიძლება გამოიცნო რაღაცეები. მაგალითად ის, რომ საფეხბურთო კლუბი “სევილია” აუცლებლად გავა ევროპა ლიგის ნახევარფინალში.

ლევან სეფისკვერაძე

18:10 | 10 აპრილი, 2016

ჩვენებური უცნაურობები

ყველა ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ჰოკეისტებმა. რასაკვირველია ჩვენთვის ჰოკეი მაინც უცხო ხილია და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ჰოკეის ნაკრები კიდევ კარგა ხანი ვერ იქნება (საერთოდ ოდესმე თუ იქნება) ჩრდილოეთის ყინულიანი ქვეყნების დარი, მაგრამ როდესაც შენები იგებენ, ყოველთვის სასიხარულოა. თუმცა ამჯერად, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეოებებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაიწყო უკვე ტრადიციად ქცეული გოდება და პარალელების გავლება ფეხბურთთან და ჩვენს ბეჩავ ფეხბურთელებთან.

ლევან სეფისკვერაძე

19:00 | 03 აპრილი, 2016

თავი დავანებოთ ოცნებებს!

როდესაც ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, რამდენჯერმე დავაპირე ამ მნიშვნელოვან ამბავზე დამეწერა, მაგრამ ყოველთვის ბოლო მომენტში ვიკავებდი თავს. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ისაა, რომ ძალიან რთულია ადამიანზე წერო მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მისი განვლილი (სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო) ისტორიაა ხელისგულზე, რეალობა კი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთხელ ასცდენია ისტორიას.

ლევან სეფისკვერაძე

15:57 | 27 მარტი, 2016

სპორტული წარმატების საიდუმლო

ბევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან.

ლევან სეფისკვერაძე

14:48 | 20 მარტი, 2016

მუშტის კრივი თბილისში

მუშტის კრივი იყო საქართველოს ქალაქებში გავრცელებული სამხედრო-სპორტული თამაში, რომელიც იმართებოდა ძირითადად კვირა – უქმე დღეებში უბნებს შორის. თბილისში მუშტის კრივის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი (”ზემო” და ”ქვემო”) უბნები. მათ შორის საზღვარი იყო სიონის ტაძარი. ზემო უბანში შედიოდა: კუკია, გარეთ უბანი, ავლაბრის ჩრ. ნაწილი და ჩუღურეთი; ქვემოში – მაიდანი, სეიდაბადი, ხარფუხი, შავი სოფელი და ავლაბრის სამხ. ნაწილი. მოკრივენი მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებ აკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც კი იბრძოდნენ. ზოგი კი დაჩოქილი კრივობდა.

ლევან სეფისკვერაძე

19:46 | 13 მარტი, 2016

დარდი, რომელიც არასოდეს გვტოვებს

მახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

<< პირველი<< წინა3334353637383940414243შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.36993