09:57 | 10 მაისი, 2025
ქებათა-ქება „დინამოს“ სტადიონს!ვახ რა კარგი რამე ხარ ყოფილო ვ.ი. ლენინის სახელობის თბილისის ცენტრალურო სტადიონო! ახლაც ცენტრალურო, სულ მთლად ცენტრალურო, მაგრამ უკვე „დინამო არენად“ სახელცვლილო, უწინ ლავრენტი პავლეს ძის მიერ ნაგებო, ნაფიქრო უფროსი ქურდიანისა, შემკულო ყოვლითა სიკეთითა შუათანა ქურდიანისა და ნარეკონსტრუქციებო დიდითა იჯითა უმცროსი ქურდიანისა მიერ.
13:21 | 31 მარტი, 2025
დილა სან პაულუშიდილაა. სან პაულუს საბურთალოსებრ უბან პაულისტაში განზე ფეხებგაჩაჩხულად დგას ზომიერად ფერხორციანი მულატი მხნე კაცი და ლუდს არახრახებს. მის უკან მდგომ დედაბერს დიდი დახლი გაუშლია და ათასგვარ პაჭა-პუჭობებს ყიდის დაწყებული მძივებიდან, დამთავრებული შამანურად სხივმოსილი ხელსაბნევებითა და ყელსაბნევებით.
22:10 | 25 თებერვალი, 2025
მონტევიდეოს უკიდურეს დასავლეთში (+VIDEO)მოდით უცნაურობისა და ბედის გამგებელს დავუტოვით განსასჯელად, ურუგვაიში ყოფნისას თუ როგორ აღმოვჩნდი ისეთი ყოვლად წარმოუდგენელი გუნდის თამაშზე, როგორიც გახლავთ მონტევიდეოს საფეხბურთო კლუბი სახელად „სერო“.
17:15 | 24 თებერვალი, 2025
ის ყველგან არის!ის ყველგან არის და ყველასშია. მისი ხელი ღმერთის ხელია და მისი სულიც და გულიც არგენტინის ხალხს ეკუთვნის. მისი სიკვდილი იქ ფარსია და ბევრს ვერ დაარწმუნებ, რომ სიკვდილი "ღმერთებსაც" ამარცხებს.
11:20 | 21 თებერვალი, 2025
შენი ხმა შორიდან მესმოდა, ბოკა!შენი ხმა შორიდან მესმოდა, ბოკა. ათას ხმაში განვასხვავებ შენს ხმას და ქშენას, რომელიც ძალიან ჰგავს ძველი, ორთქლზემავალი გემების მძლავრ ამოხვნეშას კოლონიური საპორტო ქალაქიდან მრავალთვიან რეისზე გასვლის წინ.
21:07 | 14 იანვარი, 2025
ბეტონის კედლების პირისპირჩემი თაობა ბრაზილელ ფეხბურთელ ლუის ნაზარიო დე ლიმას "ნამდვილ რონალდოდ" მოიხსენიებს და ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენთვის ევროპელ თუ სამხრეთამერიკელ უთვალავ რონალდოთა შორის უპირველესი და შესაბამისად "ნამდვილი", სწორედ ლეგენდარული "კიჭაა", რომელმაც ტრავმამრავლობის გამო ფეხში ჩაყენებული პლასტმასის კოჭით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ითამაშა ის ფეხბურთი, რის გამოც შეიძლება ფეხბურთი და განსაკუთრებით კი ბრაზილიური ფეხბურთი გიყვარდეს.
19:39 | 07 დეკემბერი, 2024
რუსული თამაში ქართველი შემსრულებლებით!მეათე დღეა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძალიან პოპულარული გახდა ერთი რუსული სპორტის სახეობა, რომელიც რამდენიმე სახეობის მიმდევარს აერთიანებს. ამ სახეობის იდეის ავტორი, რეჟისორი და მთავარი სცენარისტი - ვლადიმერ პუტინი; საქართველოს მასშტაბით საავტორო უფლებების მქონე - ბიძინა ივანიშვილი;
13:20 | 18 ნოემბერი, 2024
„ოქროს ბიჭები“ამ ამბებიდან 60 წელი გავიდა. 1964 წელს თბილისის „დინამო“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
19:25 | 15 ნოემბერი, 2024
რატომ არ თამაშობს ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ფხენიანში?ჩრდილოეთ კორეა საშიში და საზარელი ქვეყანაა, სადაც ადამიანი როგორც ღირებულება საერთოდ არ არსებობს და ყველაფერი ერთი ადამიანის, უფრო სწორად კი ერთი ოჯახის დიქტატს ემორჩილება.
12:57 | 21 სექტემბერი, 2024
“გაულიგა“ და ნაცისტური ახირებებიფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია გაუქმებული და წარსულს ჩაბარებული ტურნირები. მათი უმეტესობა საერთოდ გაუქმდა და დავიწყებულ იქნა, ნაწილი კი რებრედინგდა და სახელი ან ფორმატი შეიცვალა. მაგალითად, ძველ“ბაზრობათა თასს“ წლების გასვლის შემდეგ ჯერ “უეფას თასი“ ეწოდა, რამდენიმე წლის წინ კი “ევროპა ლიგად“ გადაკეთდა.
16:38 | 14 სექტემბერი, 2024
ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის: ახალი მენტალობის საქართველოს ნაკრებიალბანეთთან გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად გურამ კაშიას სიტყვები მენიშნა - ჩამოყალიბებული ფეხბურთელები გვყავსო.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |