| ისტორია					
					 
								171000,186444
									
										           
															
													
										09:54 | 06.08 6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ. 
										           
															
													
										09:48 | 31.07 31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის". 
		
		|  |  |  |  
		| 09:51 | 20.02.202120 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1940 - დაიბადა ჯიმი გრივზი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 წლის ჩილეს მუნდიალზეც. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების 57 მატჩში 44 გოლი გაიტანა.  |  | 09:50 | 19.02.202119 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1954 - დაიბადა სოკრატესი (სრული სახელი: სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრებისა და “ბოტაფოგოს,” “კორინთიანსის,” ფლორენციის “ფიორენტინას,” “ფლამენგოსა” და “სანტოსის”  ... |  | 09:47 | 18.02.202118 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1967 – დაიბადა რობერტო ბაჯო. იტალიის ნაკრების, "ვიჩენცას", “ფიორენტინას,” “იუვენტუსის,” “მილანის,” "ბოლონიას", “ინტერის,” “ბრეშას” ფლეიმეიკერი. იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. UEFA-ს თასის მფლობელი.  ... |  | 09:47 | 16.02.202116 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1964. დაიბადა ბებეტო (ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდა (1990, 1994 და 1998). 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული. მსოფლიოს პირველობის ფინალურ ტურნირებში  ... |  | 09:43 | 15.02.202115 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1990 - დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. პირველ პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს.  |  | 09:43 | 11.02.202111 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1972 – დაიბადა სტივ მაკმანამანი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის,” მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. “რეალის” რიგებში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ორჯერ), ესპანეთის ჩემპიონობა (ორჯერ),  ... |  | 09:56 | 10.02.202110 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1984- დაიბადა ზაზა ფაჩულია. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, სტამბოლის “ულქერის,” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ორლანდო მეჯიქის,” “მილუოკი ბაქზის”, “ატლანტა ჰოუქსისა”, "დალასის", "მილუოკი  ... |  | 09:42 | 09.02.20219 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1928 – დაიბადა რინუს მიხელსი. ლეგენდარული ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. ითვლება “ტოტალური ფეხბურთის” მამამთავრად.  |  | 09:47 | 08.02.20218 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1937 – დაიბადა დიტო შანიძე. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1969-1974).  |  | 09:47 | 07.02.20217 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1968 – დაიბადა მიხაელ შტიხი. გერმანელი ჩოგბურთელი. 1991 წელს მოიგო უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ბორის ბეკერთან ერთად წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.  |  			 |  |  |