|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
00:21 | 02.06.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 2 ივნისი
1981. დაიბადა ზურაბ ზვიადაური. პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობისას ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ეს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 90 კგ წონითი ...
| |
10:20 | 01.06.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 1 ივნისი
1972. ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრველი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.
| |
00:16 | 31.05.2013 ერთი დღე მსოფლიოს სპორტის ისტორიაში - 31 მაისი
1989. დაიბადა როინ კვასხვაძე. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის”, საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მეკარე. 2008 წელს მოიპოვა საქართველოს თასი. 2011 და 2012 წლებში გახდა საქართველოს ...
| |
00:25 | 30.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 30 მაისი
1936. დაიბადა სლავა მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. გამოდიოდა მოსკოვის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოში”. 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ...
| |
00:09 | 29.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 29 მაისი
1970. დაიბადა რობერტო დი მატეო. იტალიის ეროვნული ნაკრების, შვეიცარიული “არაუსა” და “ციურიხის”, “ლაციოსა” და “ჩელსის” ფეხბურთელი (ნახევარმცველი). ევროპის ...
| |
09:47 | 28.05.2013 ერთი დღე მსოფლიოს სპორტის ისტორიაში - 28 მაისი
1960. დაიბადა ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). 1981 ...
| |
09:23 | 27.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 27 მაისი
1967. დაიბადა პოლ გასკოინი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ნიუკასლის”, “ტოტენჰემ ჰოთსპურის,” “ლაციოს,” “ბარნლის,” “რეინჯერსის”, “ბოსტონ ...
| |
00:58 | 26.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 26 მაისი
1988. დაიბადა რევაზ ლაშხი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (60 კგ წონითი კატეგორია) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ევროპის 2011 წლის ჩემპიონი. ჭაბუკთა შორის ევროპისა ...
| |
10:25 | 25.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 25 მაისი
1953. ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში თავისუფალი სტილის ფალავნებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ვახტანგ ბალავაძემ. იგი პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ...
| |
10:42 | 24.05.2013 ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 24 მაისი
1966. დაიბადა ერიკ კანტონა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, “ოსერის”, “მარსელის”, “ბორდოს”, “მონპელიეს”, “ნიმის”, “ლიდს იუნაიტედისა” ...
|
|
 |
|