ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:13 | 16.08.2012

016 აგვისტო

2009. ბერლინში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე რბენის ფინალი იამაიკელმა უსეინ ბოლტმა ახალი მსოფლიოს რეკორდით, 9.58 წამი, მოიგო. ბოლტმა საკუთარივე რეკორდი 0.11 წამით გააუმჯობესა, ...

09:27 | 15.08.2012

015 აგვისტო

1960. დაიბადა ირინა გაბაშვილი. მხატვრულ ტანვარჯიშში 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბურთით ვარჯიშში და ბრინჯაოს პრიზიორი მრავალჭიდში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში ...

10:06 | 14.08.2012

014 აგვისტო

1959. დაიბადა ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. “მეჯიქი” (ჯადოქარი) მას ჯერ კიდევ სკოლაში ასპარეზობისას ...

10:38 | 13.08.2012

113 აგვისტო

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითი კატეგორია) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). პლაჟბურთში საქართველოს ქალთა ...

10:21 | 12.08.2012

112 აგვისტო

1944. დაიბადა ომარ ფხაკაძე. ქართველი ველოსიპედისტი. გამოდიოდა სპრინტში. მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი. სამი ოლიმპიადის მონაწილე. 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე გავიდა ...

10:08 | 11.08.2012

011 აგვისტო

1979. თბილისის “დინამომ” თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა საბჭოთა თასი. ფინალში მან მოსკოვის “დინამოს” მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში 5:4 მოუგო (მატჩის ძირითადი ...

08:28 | 10.08.2012

010 აგვისტო

1973. დაიბადა ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995 წლიდან).  მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. 2010 წლის ...

10:48 | 09.08.2012

19 აგვისტო

1945. დაიბადა ზურაბ საკანდელიძე. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1967 წლის მსოფლიოს ...

11:06 | 08.08.2012

18 აგვისტო

1951. დაიბადა ლუის ვან გაალი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ბარსელონას,”, “ალკმაარის” და “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას ...

10:37 | 07.08.2012

07 აგვისტო

2011. ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი მეცხრამეტედ და ბოლო 5 სეზონში მეოთხედ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიპოვა. ლონდონში ქვეყნის ჩემპიონმა “იუნაიტედმა” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.186697