|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:53 | 27.04.2012 27 აპრილი
1946. დაიბადა ჯიბილო ნიჟარაძე. მძიმეწონოსანი ძიუდოისტი. 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1975, 1977) და სამგზის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1974, 1975). ...
| |
10:46 | 26.04.2012 26 აპრილი
1982. თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა დავით ყიფიანმა. იმ დღეს “დინამომ” თბილისში კრასნოდარის “ყუბანს” 3:1 მოუგო.
| |
22:42 | 24.04.2012 25 აპრილი
1947. დაიბადა იოჰან კრუიფი (ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გამოდიოდა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, “აიაქსში,” “ბარსელონაში,” “ლოს ...
| |
10:42 | 24.04.2012 24 აპრილი
1947. დაიბადა თეიმურაზ კაკულია. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ჩოგბურთში (1976 წელს ერთეულთა თანრიგში). საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი. საკავშირო თასის სამგზის მფლობელი. ზედიზედ თერთმეტი წლის განმავლობაში ...
| |
10:32 | 23.04.2012 23 აპრილი
2011. სტამბოლში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ლევან ჟორჟოლიანმა ვერცხლის, ხოლო ირაკლი ცირეკიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 90 კგ წონაში მესამე ადგილზე გავიდა ვარლამ ...
| |
09:52 | 22.04.2012 22 აპრილი
1982. დაიბადა კაკა (რიკარდო იზეკსონ სანტუშ ლეიტე კაკა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “სან პაულუს”, “მილანის” და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ...
| |
10:50 | 21.04.2012 21 აპრილი
1955. დაიბადა თეიმურაზ აფხაზავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზის მესამე პრიზიორი ...
| |
10:45 | 20.04.2012 20 აპრილი
1990. დაიბადა ლუბა გოლოვინა. თბილისელი სპორტსმენი. ბატუტზე ხტომაში პეკინის ოლიმპიადაზე გავიდა მეექვსე ადგილზე. მოპოვებული აქვს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. 2012 წელს სანკტ პეტერბურგის ევროპის ...
| |
10:48 | 19.04.2012 19 აპრილი
1974. დაიბადა გიორგი ვაზაგაშვილი. ქართველი ძიუდოისტი (66 და 71 კგ წონითი კატეგორია). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 1997). 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატების ...
| |
09:44 | 18.04.2012 18 აპრილი
1973. დაიბადა ჰაილე გებრესელასიე (ეთიოპია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტაიერი. 10 კმ მანძილზე რბენაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.
|
|
 |
|