ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

23:42 | 20.06.2011

021 ივნისი

1955. დაიბადა მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის XX საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის ...

09:25 | 20.06.2011

020 ივნისი

1976. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი. ჩეხოსლოვაკია-გფრ 2:2. ძირითად დროში გოლები შვეგლიკმა, დობიაშმა (ჩსსრ) და დიტერ მიულერმა და ჰოლცენბაინმა (გფრ) გაიტანეს. პენალტების სერია კი, ჩეხოსლოვაკიელებმა ...

00:11 | 19.06.2011

019 ივნისი

1937. დაიბადა გურამ კოსტავა. ქართველი მოფარიკავე. 1961 და 1963 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (გუნდურში). მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი, ორჯერ ბრინჯაოსი. 1960 წლის ოლიმპიადაზე ...

10:48 | 18.06.2011

118 ივნისი

1951. დაიბადა დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, ...

11:28 | 17.06.2011

017 ივნისი

2010. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ფინალის მეშვიდე მატჩში, ლოს ანჯელესის “ლეიკერსმა” “ბოსტონ სელტიკსს” 83:79 სძლია, სერია ზედიზედ მეორედ 4:3 მოიგო და ისტორიაში ...

11:12 | 16.06.2011

216 ივნისი

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე პირველი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. დურბანში, ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა. იმავე ჯგუფში, ნელსპრუიტში ჩილემ ჰონდურასს 1:0 სძლია, A ...

10:37 | 15.06.2011

3 15 ივნისი

1969. დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის ...

10:55 | 14.06.2011

014 ივნისი

1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ...

09:58 | 13.06.2011

013 ივნისი

1964. დაიბადა შარუნას მარჩულიონისი. ლიტვის ნაკრების, ვილნიუსის “სტატიბასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. ამპლუით უკანახაზელი (196 სმ). 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის ...

10:11 | 12.06.2011

012 ივნისი

1943. დაიბადა ტარიელ ალიბეგაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მოპოვებული აქვს მსოფლიოს პირველობების ვერცხლის ორი მედალი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.620614