|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:37 | 15.06.2010 15 ივნისი
1969. დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “კარლსრუესა” და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო ...
| |
10:39 | 14.06.2010 14 ივნისი
1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ...
| |
10:28 | 13.06.2010 13 ივნისი
1980. დაიბადა ხუან კარლოს ნავარო. ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” მსროლელი-ფორვარდი (192 სმ). მეტსახელად “ლა ბომბა”. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ...
| |
10:39 | 12.06.2010 12 ივნისი
1979. დაიბადა დიეგო ალბერტო მილიტო. არგენტინის ნაკრების, აველანედას “რასინგის”, “ჯენოას”, “სარაგოსას”, მილანის “ინტერის” (2009 წლიდან) ფორვარდი. 2001 ...
| |
10:03 | 11.06.2010 11 ივნისი
1958. დაიბადა უგო სანჩესი. მექსიკის ეროვნული ნაკრების, მექსიკური უნამ-ის (1975-81), მადრიდის “ატლეტიკოსა” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, მექსიკის ...
| |
10:28 | 10.06.2010 10 ივნისი
1959. დაიბადა კარლო ანჩელოტი. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა იტალიის ნაკრებში, “პარმაში”, “რომასა” და “მილანში”. “როსონერის” ...
| |
10:50 | 09.06.2010 9 ივნისი
1978. დაიბადა მიროსლავ კლოზე. გერმანიის ნაკრების, “კაიზერსლაუტერნის”, “ვერდერის”, “ბაიერნის” ფორვარდი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 2006 წლის ...
| |
09:46 | 08.06.2010 8 ივნისი
1895. დაიბადა სანტიაგო ბერნაბეუ. მადრიდის “რეალის” მოთამაშე (კაპიტანი) და პრეზიდენტი. 1917 წელს მოიგო ესპანეთის თასი. “რეალის” რიგებში გამოსვლისას გაიტანა 67 გოლი. 1928-36 წლებში ...
| |
10:43 | 07.06.2010 7 ივნისი
1930. დაიბადა ჰიდერალდო ბელინი. ბრაზილიის ნაკრების, “ვასკო და გამას”, “სან პაულუს”, “ატლეტიკო პარანაენსეს” ცენტრალური მცველი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ...
| |
10:04 | 06.06.2010 6 ივნისი
1956. დაიბადა ბიორნ ბორგი. ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მოგებული აქვს “დიდი სლემის” 11 ტურნირი. 1976-1980 წლებში ზედიზედ იმარჯვებდა უიმბლდონის ტურნირზე. ...
|
|
 |
|