ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

08:58 | 25.06.2017

025 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (არგენტინა). ფინალი: არგენტინა-ჰოლანდია 3:1 (დამატებითი დრო). გოლები კემპესმა (2), ბერტონიმ (ორივე არგენტინა) და ნანინგამ (ჰოლანდია) გაიტანეს. ბუენოს აირესში, ...

10:16 | 24.06.2017

024 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987. ლიონელ (ლეო) მესი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისისა” და “ბარსელონას” ფორვარდი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

08:45 | 23.06.2017

023 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1972 – დაიბადა ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. ამ ტურნირის ...

10:00 | 22.06.2017

022 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962 - დაიბადა სერგო შალიბაშვილი. კოშკიდან წყალში მხტომელი. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1978). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროსა (1980) და ბრინჯაოს (1979) მედლების მფლობელი. ...

08:32 | 19.06.2017

019 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 - დირკ ნოვიცკი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დალას მავერიკსის” ფორვარდი (213 სმ). პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 2011 წელს მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა და ...

09:27 | 18.06.2017

018 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951 - დაიბადა დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, 1972, ...

10:10 | 17.06.2017

017 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945 - დაიბადა ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, ...

08:45 | 16.06.2017

016 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1957 - დაიბადა ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის ...

10:23 | 15.06.2017

015 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969 - დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ...

08:49 | 14.06.2017

014 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (1988) ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.469431