ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:03 | 30.03.2013

1ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 30 მარტი

1991. დაიბადა დავით მარსაგიშვილი. 84 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 2012 და 2013 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ...

10:08 | 29.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 29 მარტი

1929. დაიბადა გივი კარტოზია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (75 კგ წონითი კატეგორია) მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. რომის 1960 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გივი კარტოზია ...

00:15 | 28.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 28 მარტი

1937. დაიბადა დავით გვანცელაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1964 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი (70 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1963). საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი. ...

09:46 | 26.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 26 მარტი

1938. დაიბადა ანატოლი მილჩენკო. ქართველი საფეხბურთო არბიტრი. 1974 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯი. 1967-86 წლებში საკავშირო პირველობათა 202 მატჩს მოემსახურა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. ...

10:24 | 25.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 25 მარტი

2012. 4 ოვერტაიმი და 68 წუთი – სწორედ ამდენი დრო გაატარეს “ფილიპს არენაზე” ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” და “იუტა ჯაზმა”, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ...

10:35 | 24.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტში - 24 მარტი

1953. დაიბადა ოთარ გაბელია. ზუგდიდის, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” ქუთაისის “ტორპედოს” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მატჩებში ჩაატარა 300 მატჩი. 1981 წელს მოიპოვა ...

11:09 | 23.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტში - 23 მარტი

1929. დაიბადა რაფაელ ჩიმიშკიანი. ძალოსნობაში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (60 კგ წონითი კატეგორია). აჭიმვა _ 97,5 კგ, ატაცი _ 105,0 კგ, აკვრა _ 135 კგ. სამჭიდის ჯამში _ 337,5 კგ (მსოფლიოს ...

10:34 | 22.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტში - 22 მარტი

1988. დაიბადა რატი წინამძღვრიშვილი. საქართველოს ნაკრების, “ამერის”, “ზესტაფონის” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს საქართველოს თასი. 2005 წელს იტალიის ქალაქ ლინიანოში ჩატარებული ოლიმპიური ...

10:44 | 21.03.2013

1ერთი დღე მსოფლიოს სპორტის ისტორიაში - 21 მარტი

1939. დაიბადა გურამ საღარაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 1965). მსოფლიოს პირველობებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1966, 1967). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ...

10:03 | 20.03.2013

3ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 20 მარტი

2012. ლეო მესი “ბარსელონას” ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა “გრანადასთან” მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა (“ბარსამ” 5:3 მოიგო) და გატანილ გოლთა რაოდენობა ...

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.412314