|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:40 | 30.07.2011 30 ივლისი
1964. დაიბადა იურგენ კლინსმანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის,” “ინტერისა”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემის” და “მონაკოს” ფორვარდი ...
| |
00:22 | 29.07.2011 29 ივლისი
1937. დაიბადა ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში ...
| |
11:02 | 28.07.2011 28 ივლისი
1954. დაიბადა თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ...
| |
10:42 | 27.07.2011 27 ივლისი
1947. დაიბადა გივი ონაშვილი. ძიუდოში (93 კგ) 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. გივი ონაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია (1974, 1975), სამჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1969, 1972, 1976), ხოლო ერთხელ ...
| |
23:06 | 25.07.2011 26 ივლისი
1953. დაიბადა ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86). 1983 წელს ...
| |
10:24 | 25.07.2011 25 ივლისი
2010. საქართველოს ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი მოიგო. ფინალში საქართველომ უკრაინას 87:84 სძლია. შეჯიბრებაში რუმინეთის და ბელარუსის ნაკრებებიც მონაწილეობდნენ.
| |
10:34 | 24.07.2011 24 ივლისი
2005. ლეგენდარულმა ამერიკელმა ველოსიპედისტმა, ლენს არმსტრონგმა მეშვიდედ მოიგო პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსი” და კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.
| |
11:25 | 23.07.2011 23 ივლისი
1956. დაიბადა თენგიზ სულაქველიძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) შვედური “ჰოლმსუნდის” (1989) ფეხბურთელი. 1981 წელს “დინამოსთან” ...
| |
11:09 | 22.07.2011 22 ივლისი
1971. დაიბადა მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” ...
| |
10:57 | 21.07.2011 21 ივლისი
1937. დაიბადა ედუარდ სტრელცოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” (1954-58, 1965-70) ფეხბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, ...
|
|
 |
|