|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:18 | 14.08.2010 14 აგვისტო
1959. დაიბადა ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო, მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. “მეჯიქი” (ჯადოქარი) მას ჯერ კიდევ სკოლაში ასპარეზობისას ...
| |
10:39 | 13.08.2010 13 აგვისტო
2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითი კატეგორია) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). პლაჟბურთში საქართველოს ქალთა ...
| |
12:15 | 12.08.2010 12 აგვისტო
1944. დაიბადა ომარ ფხაკაძე. ქართველი ველოსიპედისტი. გამოდიოდა სპრინტში. მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი. სამი ოლიმპიადის მონაწილე. 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე გავიდა ...
| |
10:32 | 11.08.2010 11 აგვისტო
1947. დაიბადა სერგეი კოვალენკო. ქართული საკალათბურთო სკოლის აღზრდილი. კოვალენკოს პირველი მწვრთნელი მიხეილ კეკელიძე იყო, რომელიც მოგვიანებით თბილისის “ბურევესტნიკის” (მოგვიანებით საქართველოს ...
| |
10:53 | 10.08.2010 10 აგვისტო
1973. დაიბადა ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995 წლიდან) მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. 1996 წლის ...
| |
11:04 | 09.08.2010 9 აგვისტო
1945. დაიბადა ზურაბ საკანდელიძე (სურათზე ოჯახთან ერთად). თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ...
| |
10:40 | 08.08.2010 8 აგვისტო
1951. დაიბადა ლუის ვან გაალი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ბარსელონას,”, “ალკმაარის” და “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი. ...
| |
11:16 | 07.08.2010 7 აგვისტო
1928. დაიბადა აბებე ბიკილა. ეთიოპიელი მძლეოსანი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სტაიერი. პირველი მარათონელი მსოფლიოში, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ოქროს მედალი. ეს, ...
| |
10:41 | 06.08.2010 6 აგვისტო
1935. დაიბადა მარიუ ესტევეშ კოლუნა. წარმოშობით მოზამბიკელი, პორტუგალიის ნაკრების, ლისაბონის “ბენფიკას” (1954-70) და “ლიონის” (1970-71) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ...
| |
10:37 | 05.08.2010 5 აგვისტო
1948. დაიბადა რეიმონდ (რეი) ნილ კლემენსი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1967-81) და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” (1981-88) მეკარე. სამ-სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა (1977, 1978, 1981) და ...
|
|
 |
|