ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:28 | 26.05.2010

126 მაისი

1909. დაიბადა მეტ ბასბი. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი. 1958 წელს “მანჩესტერი” ავიაკატასტროფაში მოხვდა. ბასბი, რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად (მათ შორის ...

10:44 | 25.05.2010

025 მაისი

1953. დაიბადა გაეტანო შირეა. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლიბერო. “სკუადრა აძურაში” ...

10:02 | 24.05.2010

024 მაისი

1966. დაიბადა ერიკ კანტონა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, “ოსერის”, “მარსელის”, “ბორდოს”, “მონპელიეს”, “ნიმის”, “ლიდს იუნაიტედისა” ...

09:35 | 23.05.2010

023 მაისი

1940. დაიბადა ლევან მოსეშვილი. თბილისის “დინამოს” კალათბურთელი (1959-72). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის ...

10:36 | 22.05.2010

322 მაისი

1946. დაიბადა ჯორჯ ბესტი. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი. ევროპის 1968 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. 1968 წლის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული.

09:50 | 21.05.2010

021 მაისი

1904. პარიზში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) დაარსდა. მისი პირველი წევრები საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, შვედეთი, შვეიცარია და ესპანეთი იყვნენ. ამ უკანასკნელის სახელით, ფიფაში მადრიდის ...

10:12 | 20.05.2010

120 მაისი

1981. დაიბადა იკერ კასილასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” გოლკიპერი. 2008 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი. 2000 და 2002 წლებში მოგებული ...

10:31 | 19.05.2010

119 მაისი

1976. დაიბადა კევინ გარნეტი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (212 სმ). აშშ-ს “დრიმ თიმის” შემადგენლობაში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ...

09:57 | 18.05.2010

118 მაისი

1978. დაიბადა რიკარდუ კარვალიუ. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, “პორტუსა” და ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2004) და UEFA-ს თასის მფლობელი (2003). ...

10:01 | 17.05.2010

017 მაისი

1929. დაიბადა ბრანისლავ (ბრანკო) ზებეცი. იუგოსლავიელი (ხორვატი) ფეხბურთელი (ამპლუით ფორვარდი) და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა ბელგრადის “პარტიზანში” (1951-59) და “ცრვენა ზვეზდაში” ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.15265