|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
11:39 | 07.03.2010 7 მარტი
1960. დაიბადა ივან ლენდლი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირთაგან 1985, 1986, 1987 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 1984, 1986, 1987 წლებში ...
| |
10:41 | 06.03.2010 6 მარტი
1972. დაიბადა შაკილ ო’ნილი. კალათბურთში მიჩნეულია თანამედროვეობის საუკეთესო მეფარედ (216 სმ). აშშ-ის ნაკრების, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის”, “მაიამი ჰითის”, “ფინიკს სანზის”, ...
| |
10:09 | 05.03.2010 5 მარტი
1964. დაიბადა ჯერალდ მერვინ ვანენბურგი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, ეინდჰოვენის პსვ-ს, იაპონური “ჯუბილო ივატას”, “უტრეხტის”, ფრანგული “კანის”, ...
| |
11:08 | 04.03.2010 4 მარტი
1951. დაიბადა კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს ...
| |
10:02 | 03.03.2010 3 მარტი
1953. დაიბადა ზიკო (არტურ არტუნიეს კოიმბრა). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა (1978, 1982, 1986). 1978 წელს, გუნდთან ...
| |
10:39 | 02.03.2010 2 მარტი
1947. დაიბადა ალექსანდრ მედვედი. ბელორუსი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მედვედი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1964, 1968, 1972). შვიდჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ ევროპისა. გამოდიოდა ...
| |
11:43 | 01.03.2010 1 მარტი
1943. დაიბადა ხოსე ანხელ ირიბარი. ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე. 1962-80 წლებში ბასკური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 614 ოფიციალური მატჩი. 1964 ...
| |
11:22 | 28.02.2010 28 თებერვალი
1971. დაიბადა დავით ხახალეიშვილი. მძიმეწონოსან ძიუდოისტთა შორის ბარსელონას ოლიმპიური ჩემპიონი (1992). დავით ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია. 1991 წლის მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ...
| |
10:53 | 27.02.2010 27 თებერვალი
1978. დაიბადა კახა კალაძე. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს ეროვნული პირველობა და ...
| |
10:49 | 26.02.2010 26 თებერვალი
1942. დაიბადა იოზეფ ადამეცი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების, პრაღის “დუკლას”, ბრატისლავას “სლოვანის” ფორვარდი (წარმოშობით სლოვაკი). მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის ...
|
|
 |
|