|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
09:50 | 01.11.2020 1 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1897 - ტურინში დაარსდა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი”. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასის მფლობელთა, უეფას და ინტერტოტოს თასები. იტალიის 36-გზის ...
| |
09:54 | 31.10.2020 31 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1920 - დაიბადა ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს ...
| |
09:52 | 30.10.2020 30 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1961 - დაიბადა მიხეილ მესხი-უმცროსი. თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებული აქვს 97 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “სპარტაკში” ...
| |
09:37 | 29.10.2020 29 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1970 - დაიბადა ედვინ ვან დერ სარი. ჰოლანდიის ნაკრების (1995-2008), ამსტერდამის “აიაქსის” (1990-99), ტურინის “იუვენტუსის” (1999-2001), ლონდონის “ფულჰემისა” (2001-05) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2005-2011) ...
| |
09:46 | 28.10.2020 28 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1933- დაიბადა გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი.
| |
09:39 | 27.10.2020 27 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1957 - დაიბადა გლენ ჰოდლი. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (შემტევი ნახევარმცველი) და მწვრთნელი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ევროპის 1980 და 1988 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ...
| |
09:48 | 26.10.2020 26 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1863 წელს დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფეხბურთის წესები. მოხდა ფეხბურთისა და რაგბის გამიჯვნა, რის შემდეგაც რაგბი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად გარდაიქმნა. ამას საფუძველი ...
| |
09:45 | 23.10.2020 23 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1940 - დაიბადა პელე (ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ). მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ფორვარდი (სიმაღლე: 173 სმ). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) და “ნიუ იორკ კოსმოსის” ...
| |
09:38 | 22.10.2020 22 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949. დაიბადა არსენ ვენგერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “სტრასბურგში” და 1979 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთის პირველ ლიგაში. წვრთნიდა “ნანსის” (1984-87), “მონაკოს” ...
| |
09:53 | 21.10.2020 21 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1933- დაიბადა ფრანსისკო (პაკო) ხენტო. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების (1955-69), სანტანდერის“რასინგის” (1952-53), მადრიდის “რეალის” (1953-71) მარცხენა გარემარბი. 1956, 1957, 1958, 1959, 1960 და1966 წლებში ...
|
|
 |
|