|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
09:14 | 03.12.2018 3 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1981 – დაიბადა დავიდ ვილია. ესპანეთის ნაკრების, ხიხონის “სპორტინგის” (2000-03), “სარაგოსას” (2003-05), “ვალენსიას” (2005-2010), “ბარსელონას” (2010-13), მადრიდის “ატლეტიკოს” (2013-14), “ნიუ იორკ სიტის”, ...
| |
09:36 | 02.12.2018 2 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973- დაიბადა მონიკა სელეში. სერბი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი. 1990 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. მომდევნო წელს გახდა “დიდი სლემის” სამი ტურნირის ჩემპიონი. 1993 წელს გერმანელი შტეფი გრაფის ...
| |
09:28 | 30.11.2018 30 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1960 - დაიბადა გარი ლინეკერი. ინგლისელი ცენტრფორვარდი. გამოდიოდა “ლესტერ სიტიში” (194 მატჩი, 95 გოლი), “ევერტონში” (41, 30), “ბარსელონაში” (99, 44), “ტოტენჰემ ჰოთსპურში” (105, 67), იაპონურ “ნაგოიაში” (23, ...
| |
09:14 | 28.11.2018 28 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1955 - ალესანდრო ალტობელი. იტალიის ნაკრების, “ბრეშას” (1974-77, 1989-90), მილანის “ინტერის” (1977-88), ტურინის “იუვენტუსის” (1988-89) ცენტრფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. მუნდიალის ფინალში (იტალიამ ...
| |
09:41 | 21.11.2018 21 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1950. დაიბადა ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. ეს 1976 წელს, მონრეალში მოხდა. ...
| |
09:05 | 19.11.2018 19 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1888 - დაიბადა ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში, ემანუელ ლასკერი დაამარცხა ...
| |
10:17 | 18.11.2018 18 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 - თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ...
| |
09:34 | 16.11.2018 16 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1974 – დაიბადა პოლ სქოულზი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო ...
| |
09:05 | 14.11.2018 14 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2006 - 35 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ გვარდიოლამ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი (1990-2001) “ბარსელონაში” გაატარა და კატალონიელებთან ერთად ჩემპიონთა ...
| |
09:28 | 07.11.2018 7 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1944 - დაიბადა ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ...
|
|
 |
|