ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:57 | 25.09.2014

125 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955. დაიბადა კარლ-ჰაინც რუმენიგე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ”ბაიერნის”, მილანის ”ინტერისა” და ”სერვეტის” ფეხბურთელი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს პირველობების ...

09:48 | 24.09.2014

124 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954. დაიბადა მარკო ტარდელი. იტალიის ნაკრებისა (1976-85) და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. გერმანიასთან ფინალში (იტალიამ 3:1 მოიგო) ერთ-ერთი გოლი ავტორი. მსოფლიოს ...

10:03 | 23.09.2014

023 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. კახა შენგელია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, ”ვითას”, ბათუმის ”ბასკოს”, ”სტუ-ჯეოსელის” მეფარე (209 სმ). საქართველოს ჩემპიონი ...

09:14 | 22.09.2014

022 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1976. დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” ...

09:49 | 21.09.2014

021 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1929. დაიბადა შანდორ კოჩიში (შანდორ კოჩიში პეტერი). ლეგენდარული უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში 1952 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ...

10:02 | 20.09.2014

120 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1971. დაიბადა ჰენრიკ ლარსონი. შვედეთის ნაკრების, “ჰიოგებორგის,” “ჰელსინბორგის,” “ფეიენოორდის,” ”სელტიკის,” ”ბარსელონას” და “მანჩესტერ ...

09:17 | 19.09.2014

019 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1966. დაიბადა კახი კაჭარავა. საქართველოს ნაკრების, სამტრედიის “ლოკომოტივის”, ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, კვიპროსული “ოლიმპიაკოსისა” და ...

10:21 | 18.09.2014

118 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1949. დაიბადა პიტერ შილტონი (პიტერ ლესლი შილტონი). ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. გამოდიოდა “ლესტერში” (1966-74), “სტოკ სიტიში” (1974-77), “ნოტინგემ ...

09:56 | 17.09.2014

217 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2001. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა დავით ყიფიანი.

10:03 | 16.09.2014

016 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა  ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნახევარფინალამდე ნუგზარმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში გასასვლელად ...

1.130352