|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
09:43 | 09.05.2014 9 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1945. დაიბადა იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” ...
| |
09:30 | 08.05.2014 8 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1976. დაიბადა ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” ...
| |
09:44 | 07.05.2014 7 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1939. დაიბადა ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებში ...
| |
10:10 | 06.05.2014 6 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1983. დაიბადა დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში ...
| |
10:10 | 05.05.2014 5 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2012. გერმანულ საფეხბურთო ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა და ლეგიონერთა შორის გამართული შეხვედრების რაოდენობით ალემანთა უპირველესი დივიზიონის რეკორდი გაიმეორა. ბუნდესმატჩებში ლევანს ...
| |
10:01 | 04.05.2014 4 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1987. დაიბადა ფრანსისკ (სესკ) ფაბრეგასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას” და “არსენალის” ფეხბურთელი. სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში მან 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა და ...
| |
09:57 | 03.05.2014 3 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1941. დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ...
| |
09:24 | 02.05.2014 2 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1935. დაიბადა ლუის სუარესი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1960 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრების 32 მატჩში გაიტანა ...
| |
11:32 | 01.05.2014 1 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1968. დაიბადა ოლივერ ბირჰოფი. გერმანიის ეროვნული ნაკრების, იურდინგერის “ბაიერის”, “ჰამბურგის,” მიონხენგლადბახის “ბორუსიას,” ზალცბურგის “აუსტრიას”, “ასკოლის”, ...
| |
09:21 | 30.04.2014 30 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1959. დაიბადა ნიკოლოზ დერიუგინი. თბილისის “დინამოს,” “თბილისის,” “ვითას,” უნგრეთის მაფც-ის, სლოვაკეთის “სლოვაკო ფარმას” მეფარე (206 სმ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982). ევროპის ჩემპიონი (1981). ...
|
|
 |
|