ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:37 | 17.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 17 აპრილი

1916. დაიბადა ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” ...

09:15 | 16.04.2013

1ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 16 აპრილი

 1972. დაიბადა ლუკა კურტანიძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (90 კგ) 2002 და 2003 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. თავისუფალი სტილის ქართველ მოჭიდავეთაგან ...

09:33 | 15.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 15 აპრილი

1935. დაიბადა ავთანდილ ქორიძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1960 წლის რომის ოლიმპიური ჩემპიონი (67 კგ წონითი კატეგორია). გარდა ამისა, ავთანდილ ქორიძე 1961 წლის მსოფლიოს ...

10:20 | 14.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიში – 14 აპრილი

1934. დაიბადა ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი. წლების განმავლობაში იყო “ბურევესტნიკის” ...

10:55 | 13.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 13 აპრილი

1963. დაიბადა გარი კასპაროვი (გარი ვაინშტეინი). მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში. პლანეტის ექვსგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის შვიდგზის გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში. “საჭადრაკო ოსკარის” 11-გზის მფლობელი. ...

10:43 | 12.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 12 აპრილი

1912. დაიბადა არსენ მეკოკიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (+100 კგ წონითი კატეგორია) ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საბჭოთა კავშირის ...

10:38 | 11.04.2013

1ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 11 აპრილი

1968. დაიბადა ვალერი პარუნაშვილი. ქართველი სამბისტი და ძიუდოისტი (+100 კგ წონითი კატეგორია). სამბისტთა შორის 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო 1995 ...

08:32 | 10.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 10 აპრილი

1974. დაიბადა გიორგი კანდელაკი. მძიმე წონით კატეგორიაში მოყვარულ მოკრივეთა შორის 1997 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე ...

09:48 | 09.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 9 აპრილი

1980. დაიბადა დავით ოთიაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა (120 კგ) შორის, ჭაბუკთა შორის 1996 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს პირველობების ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2000). 1999 ...

10:04 | 08.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 8 აპრილი

1955. დაიბადა ალექსანდრე ჩივაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. თბილისის “დინამოსა” (1980-87) და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი (1980-84). 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.201003