ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:09 | 22.04.2018

022 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ფელიქს სავონი (კუბა). მძიმე წონის მოკრივეთა შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992, 1996, 2000). მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ოთხჯერ იმარჯვა მსოფლიო თასზე. პანამერიკული თამაშების სამგზის ჩემპიონი. ...

09:51 | 21.04.2018

021 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 - დაიბადა თეიმურაზ აფხაზავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983).

09:56 | 19.04.2018

019 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 - დაიბადა მარია შარაპოვა. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ოთხივე სადიდსლემო ტურნირი. სულ ხუთჯერ იმარჯვა დიდი სლემის შეჯიბრებებზე. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. საჩოგბურთო ...

09:23 | 18.04.2018

018 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 - დაიბადა ჰაილე გებრესელასიე (ეთიოპია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტაიერი. 10 კმ მანძილზე რბენაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.

10:00 | 17.04.2018

017 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1916 - დაიბადა ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” ...

10:00 | 16.04.2018

016 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - კარიმ აბდულ ჯაბარი (ფერდინანდ ლუი ალსინდორი). ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (38 387 ქულა). მოხსნათა რაოდენობით ...

09:55 | 14.04.2018

014 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1934 – დაიბადა ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი.

10:15 | 13.04.2018

013 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 - დაიბადა რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, ...

09:54 | 12.04.2018

012 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი).

09:06 | 11.04.2018

011 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948 – დაიბადა მარჩელო ლიპი. აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში გამოდიოდა “სავონაში,” “სამპდორიასა” და “პისტოეზეში”. ამპლუით ნახევარმცველმა და მცველმა საკლუბო დონეზე ჩაატარა 305 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ...

1.245912