| | |
|
00:37 | 04.04.2023 ეთიოპიელმა აიანამ პარიზის მარათონი მოიგო
ეთიოპიელმა აბეჟე აიანამ პარიზის მარათონი მოიგო. ეს ამ დისტანციაზე მისი პირველი გამოსვლა და პირველი ტრიუმფია. ქალთა შორის გამარჯვება კენიელმა ჰელა კიპროპმა მოიპოვა.
| |
00:08 | 04.04.2023 კანადელმა თინეიჯერმა მაკინტოშმა კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
კანადელმა თინეიჯერმა მოცურავემ სამერ მაკინტოშმა მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან ამჯერად ეს 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეული სტილით ცურვაში შეძლო. მაკინტოშმა პირველი რეკორდი რამდენიმე დღით ადრე, ...
|
|
23:19 | 03.04.2023 პოგაჩარმა მესამე მონუმენტური რბოლა მოიგო
ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ფლანდრიის ტური მოიგო, რაც მისთვის მონუმენტურ ერთდღიან რბოლებში მესამე ტრიუმფია. მან გადამწყვეტი შეტევა ოლდ კვარმონის აღმართზე დაიწყო, რამაც ...
| |
10:43 | 03.04.2023 საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა, მეოთხე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
|
|
21:01 | 01.04.2023 მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზეც გავიდა
ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდგომ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ალბანეთიც დაამარცხა.
| |
18:18 | 01.04.2023 ირაკლი ვეკუა ძალოსნობაში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ იასპარეზა. მან 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
|
|
11:40 | 01.04.2023 საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
| |
21:08 | 31.03.2023 მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.
|
|
19:11 | 31.03.2023 საბა ადამია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
საბა ადამია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ადამიამ (102 კგ.) იასპარეზა.
| |
01:36 | 30.03.2023 კანადელმა თინეიჯერმა 400 მეტრზე თავისუფალში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
16 წლის კანადელმა მოცურავე სამერ მაკინტოშმა, კანადის შესარჩევ ტურნირზე, რომელიც ქალაქ ტორონტოში ჩატარდა, 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.
|