ძიუდო

16:04 | 23.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

1 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. სტამბოლში მიმდინარე ევროპირველობაზე, დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ბოლო სამ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. ტატამზე 6 ქართველი გავიდა და საღამოს პროგრამაში ჭიდაობის უფლება მხოლოდ ორმა – ლაშა გურულმა და ნოდარ მეტრეველმა ვერ მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, ჟორჟოლიანი ბოსნია-ჰერცეგოვინელ ანელ ნეკიჩს დაუპირისპირდება, ლიპარტელიანი – სლოვაკ ნილან რანდლის, ცირეკიძე ჩეხ ლუკაშ კრპალეკს, ხოლო ხანჯალიაშვილი პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს შეხვდება.
ფინალური ბრძოლები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.095762