ჭადრაკი

10:54 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ აუტსაიდერობას თავი დააღწია

ვეიკ-ან-ზე-ს (ჰოლანდია) გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირში, სადაც ჩვენებური ბაადურ ჯობავაც მონაწილეობს, გუშინ გვიან ღამით მეორე ტურის პარტიები დასრულდა. ჯობავა, ამჯერად, საფრანგეთის წარმომადგენელს მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის ხვდებოდა თეთრი ფიგურებით. პირველ ტურში წაგების შემდეგ, ბაადურმა ამჯერად ყაიმს მიაღწია და აუტსაიდერობას თავი დააღწია.

ასპარეზობას 2 შესაძლებლობიდან ქულათა მაქსიმუმით იტალიის წარმომადგენელი ფაბიანო კარუანა ლიდერობს. ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჯობავას აწ-უკვე ყოფილი მეტოქეები ვაშიე ლაგრავი და უკრაინელი ვასილი ივანჩუკი ინაწილებენ.

მეორე ტურის ტექნიკური შედეგები:

თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაინაჯი) – ვასილი ივანჩუკი (უკრაიანა) 0.5-0.5

ფაბიანო კარუანა (იტალია) – ივან შარიჩი (ხორვატია) 1-0

ბაადურ ჯობავა (საქართველო) – მაქსიმ ვაშიე –ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5-0.5

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – უესლი სო (აშშ) – 0.5-0.5

ლევონ არონიანი (სომხეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5-0.5

ლუკ ვანველი (ჰოლანდია) – ვრადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) 0.5-0.5

ჰოუ იფანი (ფინეთი) – დინ ლიჟენი (ფინეთი) 0-1

სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ: I ადგილი -კარუანა (2.0 ქულა); II-III- ვაშიე ლაგრავი, ივანჩუკი (1.5-1.5); IV-XI- არონიანი, გირი, კარლსენი, სო, რაჯაბოვი, დინ ლიჟენი, ვანველი, ვოიტაშეკი (1.0-1.0) XII-XIII- ჯობავა, შარიჩი (0.5-0.5); XIV- იფანი (0 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179671