პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო ნაკრებში ყველაზე მეტი მოთამაშე ლონდონის “არსენალიდანაა”. სიმბოლურში მოხვედრა ლორან კოშელნიმ, ტომაშ როსიცკიმ და ალექსის სანჩესმა დაიმსახურეს.
21-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ტომ ჰიტონი (“ბარნლი”);
მცველები: ბენ მი (“ბარნლი”), უეს მორგანი, პოლ კონჩესკი (ორივე “ლესტერი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”);
ნახევარმცველები: ჯესონ პანჩონი (“კრისტალ პალასი”), სტიუარტ დაუნინგი (“ვესტ ჰემი”), ტომაშ როსიცკი (“არსენალი”), ოსკარი (“ჩელსი”);
თავდამსხმელები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”).





