ფეხბურთი

18:42 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის “დიდი გუნდის” ბოლო ფეხბურთელი გარდაიცვალა

უნგრეთის “დიდი გუნდის” ბოლო წარმომადგენელი გარდაიცვალა. 89 წლის ასაკში დაიღუპა მაშინდელი უძლიერესი ნაკრების მარჯვენა მცველი ენე ბუზანსკი. მან უნგრეთის ნაკრებში 48 მატჩი ჩაატარა, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1952 წელს) და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (1954).

უნგრეთის “დიდი გუნდი” 50-იანი წლების პირველ წლებში მსოფლიოს აზანზარებდა და ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ინგლისის ნაკრებს გასვლაზე 6:3, შინ კი 7:1 მოუგეს. 1954 წელს შვეიცარიაში უნგრეთი წინასწარ ჩემპიონად მიაჩნდათ, მათ დამაჯერებლად განვლეს გზა ფინალამდე, სადაც 2:0-ს უგებდნენ გფრ-ს, მაგრამ 2:3 დამარცხდნენ. იმ მატჩს ასე იხსენიებენ – “ბერნის ტრაგედია”.

უნგრეთის მაშინდელ ნაკრებში თამაშობდნენ ფერენც პუშკაში, ნანდორ ჰიდეგკუტი, დიულა გროშიჩი, შანდორ კოშიჩი, იოჟეფ ბოჟიკი, ზოლტან ციბორი და სხვები. ბუზანსკიც იმ გუნდში იყო...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09451