ჭადრაკი

21:55 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა ლიდერობა შეინარჩუნა

ქალთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, ეროვნული გუნდის წევრი ბელა ხოტენაშვილი ნაკრების კიდევ ერთ წევრ ნინო ბაციაშვილს დაუპირისპირდა. მართალია, ხოტენაშვილმა ამჯერად ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, მაგრამ ვერც მისმა უახლოესმა მდევრებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ხოტენაშვილმა ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

მერი არაბიძე-სოფო გვეტაძე 0-1

მერი ჟორჟოლიანი-ანა კუჭავა 0-1

ბელა ხოტენაშვილი-ნინო ბაციაშვილი 0,5-0,5

ნინო ხურციძე-ალექსანდრა ვახანია 1-0

სალომე მელია-ლელა ჯავახიშვილი 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1 - ხოტენაშვილი 2,5 ქულა

2-3 - მელია – ბაციაშვილი 2-2

4-8 - არაბიძე, ჯავახიშვილი, გვეტაძე, ხურციძე, კუჭავა 1,5-1,5

9 - ჟორჟოლიანი 1

10 - ვახანია 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089773