ჭადრაკი

11:13 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შავების შავი დღე

ჯერჯერობით არ მისდის თამაში საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკეს ბაადურ ჯობავას, რომელიც ჰოლანდიური ვეიკ-ან-ზეე-ს გრანდიოზულ ტურნირში მონაწილეობს. მე-3 ტურში ჯობავა შავებით ჩინელ დინ ლიჟენთან დამარცხდა. 3 შესაძლებლობიდან ქართველ დიდოსტატს მხოლოდ ნახევარი ქულა აქვს და ქალთა შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან ერთად ბოლოსწინა ადგილს ინაწილებს.

იფანის დარად ამ ტურნირში არც ვაჟებში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მისდის თამაში. მე-3 ტურში იგი რადოსლავ ვოიტაშეკთან შავებით დამარცხდა, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და აუტსაიდერებისაგან ნახევარი ქულა აშორებს.

მესამე ტური შავებისთვის “შავი დღე” იყო, რადგან 7 პარტიიდან მოგება ვერავინ მოახერხა, 4 დამარცხდა და მხოლოდ 3-მა შეძლო ყაიმის გაკეთება. მეოთხე ტურში ჯობავას მეტოქე ივან შარიჩი იქნება.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ანიშ გირი (ჰოლანდია) – ფაბიანო კარუანა (იტალია) 0.5-0.5

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) – ლუკ ვან ველი (ჰოლანდია) 1-0

მაქსიმ ვაშიე ლაგრავი (საფრანგეთი) – თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0.5-0.5

უესლი სო (აშშ) – ლევონ არონიანი (სომხეთი) 1-0

რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) – მაგნუს კარლსენი (ნირვეგია) 1-0

დინ ლიჟენი (ჩინეთი) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 1-0

ივან შარიჩი (ხორვატია) – ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0.5-0.5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ

I-II ადგილი – ივანჩუკი, კარუანა (2.5-2.5 ქულა); III-VI –დინ ლიჟენი, ვაშიე ლაგრავი, სო, ვოიტაშეკი (2-2); VII-VIII – რაჯაბოვი, გირი (1.5-1.5); IX-XII – არონიანი, კარლსენი, ვან ველი, შარიჩი (1-1); XIII-XIV – ჯობავა, იფანი (0.54-05);

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი

ვან ველი – კარლსენი

არონიანი – ვოიტაშეკი

კარუანა – სო

ჰოუ იფანი – გირი

ჯობავა – შარიჩი

რაჯაბოვი – დინ ლიჟენი

ივანჩუკი – ვაშიე ლაგრავი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097387