1915 – დაიბადა გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”. საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩააატარა 136 მატჩი და გაიტანა 59 გოლი, თასის 15 თამაშში 6 გოლი, ხოლო 6 საერთაშორისო ასპარეზობაში 8 ბურთი. გაიოზ ჯეჯელავა შედიოდა თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. საკავშირო პირველობების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1946, 1947) პრიზიორი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი. იყო მოსკოვის გუნდის ვვს-ის (1949-1952) და თბილისის ”დინამოს” (1956-57) უფროსი მწვრთნელი. 1938 წელს “55 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. 1946
მნიშვნელოვანი ფაქტები
1893 – ჰოლანდიელმა მოციგურავე იაპ ედენმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:35).
1946 – ბერტ ბელი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) რიგით მეორე კომისარი გახდა.
1947 – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (
1953 – აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა მოკრივეთა საერთაშორისო კლუბის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა.
1960 – ლამარ კლარკმა ზედიზედ 44-ე ორთაბრძოლა მოიგო ნოკაუტით, რითაც პროფესიონალური რინგის რეკორდი დაამყარა.
1968 – მარტინ ჩივერსი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ”საუთჰემპტონიდან” მისი გამოსყიდვა ლონდონის ”ტოტენჰემ ჰოთსპურზს” 125 ათასი გირვანქა დაუჯდა.
1976 – დოროთი ჰემილი ქალთა შორის ზედიზედ მესამედ გახდა აშშ-ის ჩემპიონი ციგურებით ფიგურულ სრიალში.
1977 – საფრანგეთმა ციხიდან გაუშვა პალესტინელი აბუ დაუდი, რომელსაც მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ტერორისტული აქტის ჩატარება და ებრაელი სპორტსმენების მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1984 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩატარდა. ”
1987 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩში დასწრების რეკორდი დამყარდა. იმ დღეს ნიუ იორკის ”ჯაიანთსის” სტადიონზე 76 333 მაყურებელმა მოიყარა თავი. ნიუ იორკელებმა ”ვაშინგტონს” 17:0 მოუგო.
1988 – საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის სპორტსმენები სეულის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებდნენ.
1990 – საკალათბურთო მწვრთნელის ბობი ნაიტის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა 229-ე მეტჩი მოიგო, რაც ამერიკელ დამრიგებელთა შორის მეათე მაჩვენებელია.
1990 – ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე პეტ ლაფონტენმა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში მოახერხა შაიბის გატანა.
1991 – სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე სტეროიდების მიღებისათვის დისკვალიფიკაციამისჯილმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა პირველად იასპარეზა სასჯელის მოხდის შემდეგ. 100 მეტრზე რბენაში იგი მეორე ადგილზე გავიდა.
1992 – ქალთა შორის ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონის ტიტული კრისტი იამაგუჩიმ მოიპოვა.
1994 – ”
1997 – ავსტრალიური სიდნეის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მარტინა ჰინგისმა ჯენიფერ კაპრიატი დაამარცხა.
2005 – უეფამ ევროპის 2012 წლის პირველობის მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ამავე დღეს ფიფამ აზიურ ქვეყნებში ცუნამით დაზარალებულთა დახმარების სპეციალური ფონდი შექმნა.
2006 – “ლივერპული” ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2005 წლის საუკეთესო გუნდად დაასახელა.
2007 – დევიდ ბექჰემმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში მადრიდის “რეალს” დატოვებდა და “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადავიდოდა.
2008 – მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დაინიშნებოდა.
2009 – თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ უნგრეთის “დიორ ეტოსთან” გააფორმა კონტრაქტი.
2010 – “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა.
2010 – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისში ირანის ნაკრები 25:23 დაამარცხა.
2013. გიორგი შერმადინის ხელმეორე დებიუტი ევროლიგაში. პირველად მოხდა, რომ ევროლიგის ერთი სეზონის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 2 კლუბის მაისურა მოირგო. შერმადინმა სეზონი ისრაელის „მაკაბიში“ დაიწყო. „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში “ბარსელონასთან” 7,29 წუთი ითამაშა, 6 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. ბერძნებმა კატალონელებთან 68:76 წააგეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1915 – გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”. საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩააატარა 136 მატჩი და გაიტანა 59 გოლი, თასის 15 თამაშში 6 გოლი, ხოლო 6 საერთაშორისო ასპარეზობაში 8 ბურთი. გაიოზ ჯეჯელავა შედიოდა თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. საკავშირო პირველობების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1946, 1947) პრიზიორი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი. იყო მოსკოვის გუნდის ვვს-ის (1949-1952) და თბილისის ”დინამოს” (1956-57) უფროსი მწვრთნელი. 1938 წელს “55 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. 1946
1939 – ენ ჰეგვეიტი. კანადელი მოთხილამურე. სლალომში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1941 – გერსონი (ნუნიეს დე ოლივეირა გერსონი). ბრაზილიის ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკი. გამოირჩეოდა ფილიგრანული ტექნიკითა და უზუსტესი პასებით. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. გოლის გატანა მოახერხა იტალიასთან ფინალურ მატჩში (ბრაზილია 2:1 დააწინაურა). მსოფლიოს 1966 წლის პირველობის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ფლამენგოში”, “ბოტაფოგოში”, “სან პაულუში” და “ფლუმინენსეში”. რიო-სან პაოლოს ჩემპიონი (1961, 1964, 1966). რიოს შტატის ჩემპიონი (1963, 1967, 1968, 1973). სან პაოლოს შტატის ჩემპიონი (1970, 1971). 1968 წელს მოიპოვა ბრაზილიის თასი.
1943 – ალფიო ბასილე. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას იყო არგენტინის ჩემპიონი (“ურაკანის” შემადგენლობაში). წვრთნიდა არგენტინის ნაკრებს (1991-94, 2006-08) და რამდენიმე არგენტინულ კლუბს (მათ შორის “ბოკა ხუნიორსს”).
1946 – ლიუდმილა პორადნიკი. საბჭოთა ხელბურთელი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.
1948 – მედელინ მენინგ-ჯექსონ-მიმზი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1950 – ვინფრიდ შეფერი. გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა კამერუნის ნაკრებს. მუშაობდა საუდის არაბეთის ”ალ აჰლის” დამრიგებელად.
1957 – ბრაიან რობსონი. ინგლისის ნაკრების, ”ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი. ”ოლდ ტრაფორდზე” გადავიდა 1981
1963 –
1963 – ტრეისი კოლკინსი. ამერიკელი მოცურავე. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.
1973 - ირაკლი ჯაფარიძე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, რუსთავის ”აზოტის”, სტუ-ს ყოფილი ფორვარდი (200 სმ). მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში.
1974 – უორენ მორისი. ამერიკელი ბეისბოლისტი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1980 – დემიან უილკინსი. ”სიეტლ სუპერსონიკსის” ფორვარდი (198 სმ).
1982 – ტონი ალენი. ”
ამ დღეს გარდაიცვალა
2005 – პარიზი-დაკარის საავტომობილო რბოლის მსვლელობისას მეორე პილოტი დაიღუპა. მეთერთმეტე ეტაპის მსვლელობისას სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა იტალიელმა ფაბრიციო მეონიმ.







