ისტორია

8:06 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

11 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა დაბარსელონასფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011). 2006, 2009, 2011 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). მოგებული აქვს ევროპისა (2006, 2009) და ესპანეთის (2006, 2007, 2009) სუპერთასები. 2009, 2012 წლებში დაეუფლა ესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრების 94 მატჩში გაიტანა 11 გოლი. ერთი მატჩი ჩაატარა კატალონიის ნაკრებში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1893. ფრანგმა ანრი დეგრანჟმა ველოსპორტში ფიქსირებული პირველი მსოფლიო

რეკორდი დაამყარა. მან 35,325 კმ სარეკორდო დროში გაიარა.

1900. ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეიმს კორბეტი 23 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1927. ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის გუნდს 9:1 მოუგო.

1947. იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს 3:2 სძლია. მატჩი უპირველესად

იმითაა აღსანიშნავი, რომსკუადრა აძურასსასტარტო შემადგენლობაში

ტორინოს” 10 მოთამაშე იყო.

1966. მადრიდისრეალმაჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის

ეიზელისსტადიონზე, 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ბელგრადის

პარტიზანი” 2:1 დაამარცხა და თასი მეექვსედ მოიპოვა. გოლები ამანსიომ,

სერენამ და ვასოვიჩმა გაიტანეს. “რეალი”: არაგუისტანი, პაჩინი, დე ფილიპე,

სოკო, სანჩისი, პირი, ველასკესი, სერენა, ამანსიო, გროსო. ჰენტო. ამ

გამარჯვების შემდეგ, მადრიდელებს ჩემპიონთა თასის ორიგინალი სამუდამო

მფლობელობაში გადაეცათ. “რეალსმიგელ მუნიოსი წვრთნიდა.

1968. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში თავისი

ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მურთაზ ხურცილავამ. ევროპის

ჩემპიონატის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში საბჭოთა ნაკრებმა უნგრეთს 3:0 მოუგო (პირველი შეხვედრა მადიარებმა 2:0 იმარჯვეს) და კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გამარჯვებულთა

შორის საუკეთესო ხურცილავა გახლდათ, რომელმაც 59- წუთზე გოლიც გაიტანა.

1977. “ჰამბურგმათასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში,

ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე, 66 ათასი მაყურებლის თანდასწრებით,

ბრიუსელისანდერლეხტს” 2:0 მოუგო და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები

ფოლკერტმა (პენ.) და მაგათმა გაიტანეს. “ჰამბურგი”: კარგუსი, კალცი, რიპი,

ნოგლი, ჰიდიენი, მემერინგი, მაგათი, კელერი, შტეფანჰაგენი, რაიმანი,

ფოლკერტი.

1983. შოტლანდიისაბერდინმათასების მფლობელთა თასის გათამაშების

ფინალში, გეტებორგისულევისსტადიონზე 17 800 მაყურებლის თანდასწრებით,

მადრიდისრეალი” 2:1 დაამარცხა. გოლები ბლეკმა, ჰიუიტმა (“აბერდინი”) და

ხუანიტომ (პენ.) გაიტანეს. “აბერდინი”: ლეიტონი, რუგვიე, მაკლიში, მილერი,

მაკმასტერი, კუპერი, სტრაჩანი, სიმპსონი, მაკგი, ბლექი (ჰიუიტი), უეირი.

Gუნდს ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. “რეალი”: აგუსტინი, ხუან ხოსე, მეტგოდი,

ბონე, კამაჩო (სან ხოხე), ანხელი, გალიეგო, შტილიკე, ისიდრო (სალგუერო),

ხუანიტო, სანტილიანა.

1984. იოჰან კრუიფმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

იმხანად ისფეინოორდშითამაშობდა.

1985. ბრედფორდში იქაურისიტისადალინკოლნისინგლისის მესამე

(ამჟამინდელი მეორე) ლიგის საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას გაჩენილმა

ხანძარმა 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 200 გულშემატკივარი ჰოსპიტალში

გადაიყვანეს.

1988. ბელგიისმეხელენმათასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში,

სტრასბურგში, 40 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ამსტერდამისაიაქსი” 1:0

დაამარცხა. გოლი დენ ბოერმა გაიტანა. “მეხელენი”: პრიუდომი, კლიისტერსი,

სანდერსი, რუტიესი, დეფერმი, ჰოფკენსი (ტეუნისი), ემერსი, . კუმანი, დე

ვილდე, დენ ბოერი, ოჰანა. “აიაქსი”: მენზო, ბლინდი, ვოუტერსი, ლარსონი,

ვერლაატი (მეიერი), ვან სხიპი (ბერგკამპი), ვინტერი, მიურენი, სხოლტენი,

ბოსმანი, ვიჩგე.

1994. უეფა- თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, “ინტერმა

მილანისსან სიროზე” 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ზალცბურგის

კაზინო” 1:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრაინტერმაანალოგიური ანგარიშით

მოიგო) და საპატიო ჯილდო დაისაკუთრა. გოლი იონკმა გაიტანა. “ინტერი”:

ძენგა, . პაგანინი, ფონტოლანი (ფერი), იონკი, ბერგომი, ბატისტინი,

ორლანდო, მანიკონე, ბერტი, ბერგკამპი (. პაგანინი), სოსა.

2001. “მილანმა” “მადონინადწიდებულ მილანურ დერბიში ყველაზე დიდი

ანგარიშით მოგება მოიპოვა. “როსონერიმ” “ნერაძურის” 6:0 სძლია.

2005. ჩილეს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში, “ესპანიოლასგოლკიპერმა

იგნასიო გონსალესმა არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც

მოედანზევე დააპატიმრეს, მოგვიანებით კი, მას 50 მატჩიანი დისკვალიფიკაცია

მიუსაჯეს.

2006. ტურინისიუვენტუსისდირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა, რისი მიზეზიც, იმ სატელეფონო საუბრების გახმაურება გახდა, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობას ფინანსურ მაქინაციებსა და მსაჯობის მოსყიდვაში ადანაშაულებდა.

2008. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “უიგანიდაამარცხა და მეჩვიდმეტედ გახდა

ინგლისის ჩემპიონი. კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის 41- გოლი გაიტანა, რაიან

გიგზმა კი მანჩესტერელთა რიგებში 758 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერ

ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა.

2008. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად Oოთხი წლის ვადით გრიგოლ ცაავა აირჩიეს.

2009. ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთმა ბერნში კანადას 2:1 მოუგო და ტიტული შეინარჩუნა.

2010. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მოჭადრაკე მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში ინდოელმა ვიში ანანდმა მასპინძელი ვესელინ ტოპალოვი 6,5:5,5 დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.

ამ დღეს დაიბადნენ

1905. პედრო პეტრონე. გასული საუკუნის 20-იანი წლების ურუგვაის ნაკრების

ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. 1924 და 1928 წლების ოლიმპიური

თამაშების ჩემპიონი. სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის

ნაკრების 28 მატჩში გაიტანა 24 გოლი. ურუგვაის სამგზის ჩემპიონი.

 

1925. მაქს მორლოკი. გერმანელი ფეხბურთელი. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

შვეიცარიის მუნდიალის 5 მატჩში გაიტანა 6 გოლი, მათ შორის მსოფლიო

ჩემპიონატის ფინალში. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბავარიულნიურნბერგში”.

გფრ-ის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1961 წელს დაასახელეს ქვეყნის

საუკეთესო ფეხბურთელად. მორლოკინიურნბერგისსაპატიო პრეზიდენტია.

1937. რომა გიუტაშვილი. პლანეტის ყველაზე მაღალი მწვერვალის ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართველი ალპინისტი. სანკტ-პეტერბურგელ მთამსვლელებთან ერთად, გიუტაშვილმა ევერესტზე ფეხი 1991 წელს შედგა. სასიმაღლო-ტექნიკურ ხაზში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1979) და მრავალგზის პრიზიორი. 5-5 ჯერ ავიდა კომუნიზმის, ლენინის, კოჟენევსკაიას პიკებზე. იყო მრავალი ექსპედიციის ხელმძღვანელი ტიან-შანისა და პამირის მთებში. რომა გიუტაშვილს თოვლის ჯიქიშეარქვეს.

1940. რობერტო მატოსასი. ურუგვაის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1970 წლის

ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. დაასახელეს მექსიკის მუნდიალის საუკეთესო

მცველად. ლიბერტადორესის (ორჯერ) და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი.

ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი.

1943. ნენსი გრინი (კანადა). გიგანტურ სლალომში 1968 წლის ოლიმპიური

ჩემპიონი.

1947. ვერა განჟენკო. საბჭოთა ფრებურთელი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

მსოფლიოს ჩემპიონი (1970).

1951. მაიკ სლემანი. ლეგენდარული ინგლისელი რაგბისტი.

1967. კენეტ გულდი. კრივში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967. გარსია ასპე. 1989-2002 წლებში გამოდიოდა მექსიკის ნაკრებში დამ ის

რიგებში ჩაატარა 109 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. 1999 წელს მოიპოვა

კონფედერაციათა თასი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე.

1978. ვიდას გინევიჩუსი. ლიტვის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების

გამთამაშებელი (194 სმ).

1984. ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა დაბარსელონასფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011). 2006, 2009, 2011 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). მოგებული აქვს ევროპისა (2006, 2009) და ესპანეთის (2006, 2007, 2009) სუპერთასები. 2009, 2012 წლებში დაეუფლა ესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრების 94 მატჩში გაიტანა 11 გოლი. ერთი მატჩი ჩაატარა კატალონიის ნაკრებში.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.144811