საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "არენას" პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების, გუნდში არსებულ სიტუაციაზე, სამომავლო გეგმებსა და ბაქოს "ინტერის" შესახებაც ისაუბრა.







