აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, აფრიკის ეროვნებათა თასის 2015 წლის გათამაშების ყველა მონაწილე ნაკრებმა ებოლას ვირუსზე შემოწმება უნდა გაიაროს, რათა ჩემპიონატმა მშვიდად ჩაიაროს.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს აღნიშნული ვირუსი აღმოაჩნდება, ან უარს იტყვის სამედიცინო შემოწმებაზე, 21 დღის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში იქნება.
აფრიკის თასის გათამაშება 2015 წელს მაროკოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აფრიკული ქვეყნის მთავრობამ ებოლას ვირუსის გამო ტურნირის ჩატარება იუარა. აფრიკის კონფედერაციის გადაწყვეტილებით კი, ჩემპიონატი ეკვატორულ გვინეაში 17 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.







