მძიმე ტრავმის და 11 თვიანი უქმობის შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ სიდნეის ნახევარმილიონიანი საპრიზო ფონდის ტურნირზე საწყისი 2 მატჩი მოიგო (მათ შორის შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ იტალიელ ფაბიო ფონინისთან), მეოთხედფინალში კი ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ კუკუშკინთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 6:7, 6:7 დამარცხდა.
შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. დელ პოტრომ 13 ეისი შეასრულა, კუკუშკინის აქტივში კი მხოლოდ 3 ეისია. დელ პოტროსა და კუკუშკინის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 1:1 გახდა.
“ტრავმა მოვირჩინე, რაც ოპტიმიზმის საფუძველმა მმატებს. სიდნეიში რეიტინგსიის ოცეულის ბინადარს მოვუგე. შეძლებისდაგვარად ძლიერ ჩოგბურთელებთან ხშირი დაპირისპირება მმართებს”, - აცხადებს “დელპო”.