მესამე ტურია შესანიშნავად თამაშობს საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გვეტაძე, რომელიც მიმდინარე 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ლიგის შესარჩევი ტურნირიდან მოხვდა. მართალია, გვეტაძემ ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი პარტიის მოგება შეძლო, ხუთი ტურის შემდეგ 3,5 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნულ ლიდერ ბელა ხოტენაშვილს ნახევარი ქულითღა ჩამორჩება.
მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
მერი ჟორჟოლიანი-სოფო გვეტაძე 0-1
ბელა ხოტენაშვილი-მერი არაბიძე 0,5-0,5
ნინო ხურციძე-ანა კუჭავავა 1-0
სალომე მელია-ნინო ბაციაშვილი 0-1
ლელა ჯავახიშვილი-ალექსანდრა ვახანია 1-0
სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ
1 ადგილი – ხოტენაშვილი 4 ქულა
2-3 – გვეტაძე-ბაციაშვილი 3,5-3,5
4-5 – არაბიძე-ხურციძე 3-3
6-ლელა ჯავახიშვილი 2,5
7-სალომე მელია 2
8-კუჭავა 1,5
9-10 – ვახანია-ჟორჟოლიანი 1-1







